11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

თუ მშენებლობას, ან რემონტს აპირებთ, იოლად გაართმევთ თავს. კარგი დღეა საოჯახო საქმეების მოგვარებისთვის.

კურო

კარგად გააანალიზეთ ყველაფერი, რაც ჩაიფიქრეთ, ნუ აიღებთ ზედმეტ ტვირთად სხვადასხვა ვალდებულებებს, რომელიც თქვენთვის არაფრის მომტანია. დაისვენეთ.

ტყუპები

პირად ცხოვრებაში, საინტერესო და სასიამოვნო ცვლილებების ალბათობა მატულობს, შესაძლოა, ოჯახში მატება გქონდეთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ენას კბილი დააჭიროთ, თქვენი ემოციურობიდან გამომდინარე, ნუ გამოიჩენთ იმპულსურობას, ნუ დაასხამთ ცეცხლზე ნავთს.

ლომი

ნებისმიერი პრობლემური საკითხის გადაწყვეტისას, მიმართეთ მეგობრებს, ისინი კარგ სამსახურს გაგიწევენ, დაისვენეთ, გაერთეთ მათთან ერთად.

ქალწული

მატულობს თქვენი პოპულარობა, რაც თავდაჯერებას, მეტ ძალასა და ენერგიას შეგმატებთ. არ დაგავიწყდეთ დასვენება, ახლა ეს აუცილებელია, წინ მნიშვნელოვანი კვირაა.

სასწორი

კარგი იქნება თუ მოინახულებთ კინოს, თეატრს, გამოფენებსა და მუზეუმებს, ეს ყოველივე არაჩვეულებრივ გავლენას მოახდენს თქვენს განწყობასა და სამომავლო საქმიანობაზე.

მორიელი

ახლა თქვენი დროა, თითქოს ყველა გზა იხსნება თქვენს წინ, არ გაკლიათ არც გაბედულება და არც თავდაჯერებულობა. ფორტუნა თქვენს მხარესაა.

მშვილდოსანი

საინტერესო შეხვედრებისა და ახალი სასარგებლო ნაცნობობის დღეა, რაც ოპტიმიზმითა და ახალი ენერგიებით აგავსებთ.

თხის რქა

იყავით თავშეკავებული, ნუ გასცემთ ზედმეტ ინფორმაციას, შესაძლოა, წამოგცდეთ ისეთი რამ, რაც შემდგომ ზიანს მოგიტანთ. სჯობს , აქტიურად დაისვენოთ.

მერწყული

ბევრი თქვენი ჩანაფიქრისა და გეგმების განხორციელებისთვის, სწორედ ახლა, შესაფერისი დრო დგება. მოემზადეთ წარმატებებისთვის. გახსოვდეთ, საღამოს განტვირთვა ახლა აუცილებელია.

თევზები

სახლში, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა, დაგჭირდეთ გარკვეულ კომპრომისზე წასვლა. დღის მეორე ნახევარი, სჯობს, ჯანმრთელობის საკითხს დაუთმოთ.