„10 აგვისტო ამ თვეში ყველაზე რთულია“ - ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი

ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აგვისტოს თვის მძიმე დღეებზე მოსახლეობას აფრთხილებს და რამდენიმე რჩევას აძლევს.

მისი თქმით, დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის და 10-15 აგვისტო მშვიდად და ფრთხილად უნდა განვლოთ.

„10 აგვისტო ამ თვეში ყველაზე რთულია. აქ დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის. ძაბავს ურთიერთობებს, ჯანმრთელობის პრობლემებს. ხდება მზისა და სატურნის დაპირისპირება ხდება ლომისა და მერწყულის ზოდიაქოების ღერძზე. სატურნი არის ბორკილი, შეკუმშვა, მუხრუჭი პლანეტა, ამიტომ ყველაფერი მუხრუჭდება -  იდეები, ურთიერთობები.  10-15 აგვისტო რაც შეიძლება ფრთხილად გავიაროთ. მივხედოთ ჯანმრთელობას, არანაირი ნერვიულობა და სიმძიმეების ტარება. 

განსაკუთრებით გაუფრთხილდით გულსისხლძარღვოვან სისტემას, ძვლოვან სისტემას, სახსრებს, ხერხემალს, მუხლებს. 

ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება 12 აგვისტოს მიაქციეთ. სავსემთვარეობაა და ამ დროს ძალიან ბევრი უარყოფითი ენერგია მოდის დედამიწაზე და ადამიანები მარტივად ღიზიანდებიან. ხდებიან კონფლიქტურები, აგრესიულები.“ - აცხადებს ცაგარელი.