სკანდალი თვითმფრინავში - 29 წლის ქართველი 16 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
1793785996
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის წევრი, 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად დაშავდნენ დაღუპულის მშობლები და 2 წლის და. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
მანქანა მოცურდა, თავდაპირველად ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა. 9 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულები კი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის ინფორმაციით, სამივეს მოტეხილობები აღენიშნება. 2 წლის გოგონას კი მენჯის ძვალი აქვს გატეხილი.
მამამ, რომელსაც ასევე მოტეხილობა ჰქონდა, ბავშვის დაღუპვის გამო, კლინიკა უკვე დატოვა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.