ვიდეოები

1710755486

VIDEO: რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილს

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან. 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ძილი

რჩევები 1710834120

ყველაზე საშიში ჩვევა, რომელიც დემენციას იწვევს

ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ყველაზე საშიში ჩვევაა,რომელიც დემენციის განვითარების პროვოცირებას ახდენს.დემენცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა ხანდაზმულებში. დაავადებას ახასიათებს მეხსიერების, გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება და შეიძლება გამოწვეული იყოს არაჯანსაღი ცხოვრების წესით.ყველაზე საშიში ფაქტორი ფიზიკური აქტივობის ნაკლებობაა.რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ტვინს ამარაგებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, რაც ხელს უწყობს დემენციის თავიდან აცილებას. სათანადო კვება ასევე დაგვეხმარება დემენციის განვითარების თავიდან აცილებაში - რაციონში დიდი რაოდენობით ბოსტნეულის, ხილისა და ჯანსაღი ცხიმების ჩართვა. სოციალური აქტივობა და რეგულარული ფსიქიკური დატვირთვა დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე,ამავდროულად, ქრონიკული სტრესი და დეპრესია, პირიქით, ზრდის დემენციის რისკს.გარდა ამისა, ხანდაზმულთა დემენციის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია მათ შორის, ვინც ჭარბად მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს. უარი თქვით ამ მავნე ჩვევებზე ან მინიმუმამდე შეამცირეთ მათი გავლენა სხეულზე.

ავარიაა

შემთხვევა 1710833535

ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომელიც შემზარავ ავარიას ემსხვერპლა

წუხელ, დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიას სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგი, მაია საკანელაშვილი ემსხვერპლა. მომხდარ ტრაგედიაზე, ადგილობრივი მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს:„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერია მწუხარებას გამოთქვამენ სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგის, მაია საკანელაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ნათესავებს, თანამშრომლებს და მეგობრებს.მაია საკანელაშვილი იყო ღირსეული მოქალაქე, პედაგოგი და ყველასთვის საყვარელი პიროვნება. მისი გარდაცვალება უდავოდ დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივისთვის და ახლობლებისთვის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტისთვის,“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1710833092

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება - ირაკლი კობახიძე

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ.„ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები. მათ შორის, მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში -  საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ.საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: პირველი - დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია. ამ ახალ რეალობაზე საპასუხოდ,  განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სამუშაოდ, სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება; შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები. მოგეხსენებათ, საქართველო ამ ტექნოლოგიებში პიონერია და აქვს ქვეყანას ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით; ბოლოს, აგროტექნოლოგიები -  აგრარულ სექტორში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, რომლებიც ქართველ ფერმერებს პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება.დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო სააგენტოს ათწლიანი შრომის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო  იუბილე. მის მიღწევებს შეაქვს უდიდესი წვლილი  ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლაში, განვითარებასა და ჩვენი ეკონომიკური სისტემის განვითარებაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სააგენტოს ხელმძღვანელობას და სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს. თითოეული მათგანის წვლილი, ბუნებრივია, არის განსაკუთრებული. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა სამომავლოდაც დაგპირდეთ თანადგომას, მხარდაჭერას ყველა თქვენს ინიციატივაში“, -  განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1710832793

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

მინდა, მივულოცო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა სააგენტოს საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია.„ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის ახორციელებს.სააგენტოს ათწლიანი საქმიანობის შედეგები შთამბეჭდავია. საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით 38 მილიონი ლარით დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. შედეგად, ბენეფიციარებმა დააგენერირეს ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შექმნეს 3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. დამეთანხმებით, ეს არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები.სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში  შემოვიდა მსოფლიოს ტოპ 3-ში შემავალი აქსელერატორი „500“. საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამაში, რომელსაც იგი ახორციელებს, ქართულთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ. ეს ფაქტი საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ჰაბის როლს უსვამს ხაზს. აქსელერაციის პროგრამის შედეგად, 2022 წელს საქართველოში შეიქმნა პირველი კერძო ვენჩერული ფონდი 20 მილიონი დოლარის კაპიტალით.საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა 9 ტექნოპარკი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეების დახმარებას სხვადასხვა პროექტის  განხორციელებაში. წელს მეათე ტექნოპარკი ქუთაისში გაიხსნება,“- აღნიშნა პრემიერმა.

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1710832606

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის მარტის ბოლოსკენ მნიშვნელოვანი სიახლეები და წარმატებები ელის

თუკი ფიქრობთ, რომ თქვენი გეგმები და მიზნები ვერ შესრულდა და სასურველი შედეგიც ვერ მიიღეთ, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის მარტის ბოლომდე სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არაერთ სიახლესა და წარმატებას შემოიტანს. ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის წარმომადგენლებს კი განსაკუთრებით გაუმართლებთ:კურო2024 წლის მარტის ბოლოსკენ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი სიახლეები და სასიამოვნო ცვლილებები ელის. ყველაზე მეტ ცვლილებას კი ფინანსური თვალსაზრისით ნახავთ. შესაძლოა, მოულოდნელი ჯილდო, საჩუქარი, ბონუსი, წახალისება მიიღოთ, გაამართლოს იმ საქმემ, რომელიც წამოიწყეთ, შემოსავლის გაზრდის დამატებითი შესაძლებლობები იპოვოთ - ნებისმიერ შემთხვევაში, თვის ბოლოსკენ შესაძლოა, თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდეს და ოცნებების ასრულება შეძლოთ.კირჩხიბი2024 წლის მარტის ბოლოსკენ შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ სიხარულსა და ბედნიერ დღეებს შემოიტანს, მოგცემთ მოტივაციას და დადებითი ენერგიით აგავსებთ. მეგობრებთან ერთად გასეირნებაზე, ღონისძიებებსა და მოგზაურობაზე უარს ნუ იტყვით. დიდი შანსია, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს სწორედ იქ შეხვდეთ. წინ სასიამოვნო ნაცნობობა და თავგადასავალი გელით. ხოლო, თუკი ურთიერთობაში ხართ, საოცარ ჰარმონიას იგრძნობთ, მეორე ნახევარში კიდევ უფრო მეტ კარგ თვისებას აღმოაჩენთ და ცხოვრების ახალ თავს დაიწყებთ.თხის რქა 2024 წლის მარტის ბოლოსკენ შრომისმოყვარე თხის რქებს ყველაფერში გაუმართლებთ, რაც მათ სულიერ კომფორტსა და განვითარებას ეხება. ყველა საქმე, რასაც წამოიწყებთ, იმაზე მარტივად გამოგივათ, ვიდრე ფიქრობთ. წარმატებას მიაღწევთ არსებულ საქმეებშიც, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. გარდა ამისა,შესაძლოა, საკუთარი თავის გარდაქმნა გადაწყვიტოთ, დაფიქრდეთ იმიჯის შეცვლაზე, გარდერობის განახლებაზე... ამ მიმართულებითაც შთაგონებას იპოვით და სასარგებლო ცვლილებებს დაგეგმავთ... ვრცლად..