2021 წლიდან სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება

14:34 08-17-2019
124

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ახალგაზრდა სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.

სამხედრო მოსამსახურეების  საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართული პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.