დღეს ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს - გაფრთხილება ამინდის შესახებ

amindi

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, საზოგადოებას ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით აფრთხილებს!

„ტემპერატურის მატება გაგრძელდება! ზოგადი მდგომარეობა - მეტეოროლოგიური შეფასებების მიხედვით; ჰაერის ტემპერატურა, რომელიც სეზონურ ნორმებს აღემატება ჩვენს ქვეყანაში, მატულობს და დღეს მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს; ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში სეზონურ ნორმას 3-5 გრადუსით გადააჭარბებს, ხოლო სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობზე 8-10 გრადუსით მაღალი იქნება.

როგორც ვხედავთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება ძირითადად დასავლეთ საქართველოს ეხება!
მოსალოდნელი ყველაზე მაღალი ტემპერატურა (C);
ბათუმი, ქობულეთი: +34 +36
ოზურგეთი ჩოხატაური, ლანჩხუთი : +34 +36
სოხუმი, ფოთი, ანაკლია: +33 +35
ქუთაისი: +34 +36
ზუგდიდი: +35 +37
თბილისი: +31 +33
თელავი: +28 +30

ასევე ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს - მთიან და მაღალმთიან ზონაში.
გაითვალისწინეთ - მაღალი ტემპერატურის გამო, ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, მოხუცები და ბავშვები, ფრთხილად უნდა იყოთ ღია სივრცეში მზეზე ყოფნისას 12-დან 16 საათამდე, რაც დღის ყველაზე ცხელი საათია.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულის სტილის სითბოს ტალღები, რომელთაც შეუძლიათ ადვილად გადააჭარბონ 30°C-ს , განსაკუთრებით აფრიკული ანტიციკლონის მასიური წინსვლის შემთხვევაში, აპრილის ბოლოს არ არის უჩვეულო და მსგავსი სიტუაციის შექმნა არც ისე იშვიათია.

მაგალითისთვის; 1957 წლის - 16 აპრილს ბათუმში +38.7 გრადუსი იყო, 1998 წლის 12 აპრილს +36.3, 1970 წელს +36,4/ გისურვებთ დიდებულ და ხალისიან დღეებს“,- წერს კობა ფარტენაძე.