ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს

15:10 08-14-2019

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ეს დღე ახალციხეშიც გაიხსენეს. ომში დაღუპულთა მემორიალი ადგილობრივმა მოსახლეობამ, ომის ვეტერანებმა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, გვირგვინებით შეამკეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ომში დაღუპული 14 მებრძოლის ოჯახს, ერთჯერადად, ფულადი თანხა გადასცა. ზაზა მელიქიძის განცხადებით, თითოეულს 300 ლარი გადაეცა.

აფხაზეთის ომში სამცხე–ჯავახეთიდან დაახლოებით, 800 კაცი მონაწილეობდა, აქედან 37 მებრძოლი დაიღუპა.

საომარი მოქმედებები1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. შეტაკებები საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის 13 თვე გაგრძელდა. ბრძოლა აფხაზეთის დაცემით – 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა.

ავტორი: რუსკა გვარამაძე