რა თანხა მოაგროვეს ძმებმა, რომლებიც ლეიკემიით დაავადებული დედის გადასარჩენად ტაქსაობენ 

00:57 08-14-2019
477

თითქმის 3 კვირაა, ძმები - რატი და ნიკა ქართველიშვილები ლეიკემიით დაავადებული დედის გადასარჩენად ფულს ტაქსაობით აგროვებენ.

ამ პერიოდის განმავლობაში, ძმებმა 27 000 დოლარის მოგროვება შეძლეს. ოპერაციისთვის კიდევ 49 000 დოლარია საჭირო. ოპერაცია 5 სექტემბერს არის ჩანიშნული და მანამდე ძმებმა ამ თანხის შეგროვება უნდა შეძლონ.

„5 სექტემბრამდე დროა კიდევ, - ამბობენ ისინი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძმები, ნიკა და რატი ქართველიშვილები დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმების საქველოქმედო პროექტი მის მკურნალობაზეა გამიზნული.