ვაჟა მანია ჰოლივუდში სამუშაოდ ჩავიდა - „აღმოჩნდა ადამიანი, ვინც ამაში ხელი შემიწყო“

18:01 07-10-2019
5

ამერიკის მუსიკალური სასწავლებლის ბერკლის დასრულების შემდეგ ვაჟა მანიამ გეზი კალიფორნიისკენ აიღო. ახლახან სოციალურ ქსელში მან ჰოლივუდში გადაღებული ფოტოების სერია განათავსა. „პრაიმტაიმთან“ მოკლე მიმოწერაში მომღერალი ახალ ამერიკულ ცხოვრებას შეეხო.

ვაჟა მანია: - კალიფორნიაში გადმოსვლა კარიერისთვის მინდა, რა საკვირველია. ბერკლიში სწავლის დასრულების შემდეგ ვიზის მიღებაში კონტრაქტორი მჭირდებოდა, ვინც, სამი წლით, ჩემი სპეციალობით სამუშაო კონტრაქტს გამიფორმებდა. და ლოს ანჯელესში აღმოჩნდა ადამიანი, ვინც ამაში ხელი შემიწყო. გადმოვედი ლოს ანჯელესში. მაქვს დიდი მოლოდინი და შემართება. ორი დღეა, რაც ჩამოვედი და აქაურობით კმაყოფილი ვარ. სიახლეებს გაგიზიარებთ.

 

ქართველი მომღერალი გასულ წელს ამერიკულ „ნიჭიერში“ მონაწილეობდა. ამერიკული „ნიჭიერის“ 2019 წლის შესარჩევ კონკურსში ვმონაწილეობ, იღბალი მისურვეთ და დარჩით ხაზზე!- „ფეისბუქზე“ წერდა მომღერალი. „უბრალოდ ვცადე ბედი. ამერიკაში ბევრი პროფესიონალია, მაგრამ ყურადღების მიქცევის ფაქტორს სწორად უნდა მიუდგე. ინდივიდუალურობას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ“- ამბობდა ვაჟა. ორი წლის წინ კი მისი კვარტეტი ნიუ-იორკის საერთაშორისო ჯაზკონკურსის MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION ფინალისტებს შორის მოხვდა.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე