თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს - არიან დაშავებულები

02:36 07-10-2019
120

ვარკეთილის სამხედრო დასახლების ერთ-ერთ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას მეზობელი კორპუსის მაცხოვრებელი ავრცელებს. მისი ცნობით, დაჭრილია სამი ადამიანი.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. უწყება დაჭრილების შესახებ ინფორმაციასაც ადასტურებს. სამი პირი ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ფაქტზე გამოძიება 19,109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

სამართალდამცველების მიერ უკვე დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.