ვოლსკი - ოპოზიციიდან ერთი მოსკოვში წავიდა, მეორის მეუღლე საერთოდ კრემლში აღმოჩნდა

11:17 06-30-2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების რუსეთთან კავშირებზე და მათ ვიზიტებზე ამახვილებს ყურადღებას.

„გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთი მოსკოვში წავიდა, თურმე რუსეთის მოქალაქეა და იქ უნდა იმკურნალოს, ერთის მეუღლე კი საერთოდ კრემლში აღმოჩნდა, - ეს განცხადება დეპუტატმა ტელეკომპანია „იმედის ეთერში გააკეთა. 

18 ივ­ნისს, მოს­კოვ­ში, კრემ­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­სახ­ლე­ში მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ბა­ლე­რი­ნე­ბი და ბა­ლე­რო­ნე­ბი ყო­ველ­წლი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად შე­იკ­რიბ­ნენ.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყო­ველ წელს, ივ­ნი­სის თვე­ში აგ­რი­ფი­ნა ვა­გა­ნო­ვას სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის აკა­დე­მი­ა გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მოს აწყობს, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის ცნო­ბი­ლი აღ­საზ­რდე­ლე­ბი, ბა­ლე­ტის ოს­ტა­ტე­ბი და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეს­წრე­ბი­ან.

2013 წლი­დან, ვა­გა­ნო­ვას რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ბა­ლე­რო­ნი ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძეა. წელს აკა­დე­მი­ის გა­მო­საშ­ვებ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ცის­კა­რი­ძეს­თან ერ­თად მისი კო­ლე­გე­ბი, მსოფ­ლიო ბა­ლე­ტის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და მოს­კო­ვის დიდი თე­ატ­რის ყო­ფი­ლი ბა­ლე­რი­ნე­ბი: ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი, ილზე ლი­ე­პა და ელე­ნა ან­დრი­ენ­კო სტუმ­რის სტა­ტუ­სით იყ­ვნენ მიწ­ვე­ულ­ნი