Exclusive მარკ მარტელის ცოლი „მრავალჟამიერმა“ აატირა

17:21 06-11-2019
3

ოქროს ტალღა“ 2019 წლის 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია გამარჯვებულებს 15 ნომინაციაში გამოავლენს.

წელს, „ფორტუნას“ გადაწყვეტილებით, „ოქროს ტალღა“ ლეგენდარულ „ქუინს“ ეძღვნება. „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარი კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელია. მარტელი ფრედი მერკურის ოქროს ჰიტების შესრულებით არის ცნობილი. ის თბილისში 10 ივნისს პროდიუსერთან, მუსიკოსებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად ჩამოფრინდა. 

width=600

 „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიალზე მისული საზოგადოება ქართველ შემსრულებლებთან მარკ მარტელის კოლაბორაციას მოისმენს. კანადელი მუსიკოსის კოლაბორაცია თბილისის ბავშვთა კაპელასთან და გორის ქალთა გუნდთან შედგა. როგორც „პრაიმტაიმს“ პროდიუსერმა თეონა ჯორბენაძემ განუცხადა, მარტელი მოიხიბლა ქართველი შემსრულებლებით, ბავშვთა კაპელას კი შეფასებით - Amazing მიმართავდა. ქართველი მუსიკოსებით აღფრთოვანებული მარტელი დაჯილდოების ცერემონიალზე, დიდი კუმირის, ფრედი მერკურის ოქროს ჰიტებს შეასრულებს. 

თეონა ჯორბენაძე: - „ფორტუნა“ „კონცეპტ არტის“ პარტნიორია და შარშან „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიალს, ჩვენი უშუალო დახმარებით, სტუმრად ეწვია გრემის მფლობელი ლიზა ფიშერი. ძალიან მომწონს უცხოელი ვარსკვლავების ქართველ არტისტებთან კოლაბორაციის ფაქტი. შარშან ლიზა ფიშერის კოლაბორაცია ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან შედგა, წელს მარტელის კოლაბორაცია - გორის ქალთა გუნდთან და თბილისის ბავშვთა კაპელასთან. მარკი კარგი ვოკალისტია, კომფორტული ადამიანი ამოჩნდა, თავმდაბალია. ამავდროულად, არაჩვეულებრივად უკრავს. 

width=600

კანადელ მუსიკოსს განსაკუთრებული მოთხოვნა არ ჰქონია. ის ქართველი შემსრულებლებით და საქართველოთი აღფრთოვანებული დარჩა. ძალიან მოსწონებია ქართული ხალხური სიმღერები.

„როკ კონცერტის ტექნიკური რაიდერი - უმაღლესი ხარისხის ტექნიკა მოითხოვა,  რაც დავუკმაყოფილეთ. კონცერტის მსვლელობისას სვამს მხოლოდ წყალს. მისი ამერიკელი პროდიუსერისგან ჰქონდა ინფორმაცია საქართველოზე, ძალიან აინტერესებს ქართული სამზარეულო და ქართული კულტურის გაცნობა. ძველი თბილისის დათვალიერება მოვასწარით. ცოლთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც ჩვენს „მრავალჟამიერზე“ ატირდა. ემოციური აღმოჩნდა ხალხური სიმღერები ორივესთვის. თურმე ძალიან უყვარს  სამთო კურორტები და როდესაც გაიგო, ამ ერთ ქვეყანაში საზღვაო და სამთო კურორტები ერთობლივად გვაქვს, თქვა, რომ ტურისტულად აუცილებლად ეწვევა საქართველოს. ბევრი უცხოელი თაყვანისმცემელი ახლავს და ისინიც აღფრთოვანდნენ ჩვენი სამშობლოთი“ – „პრაიმტაიმს“ განუცხადა თათა სადრაძემ, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ პიარსამსახურის უფროსმა.

width=600

 

 

 

 

 



ავტორი: თამარ გონგაძე