დავეხმაროთ ბავშვებს - „სასაფლაოზე მოგროვილ პასკებს მზეზე ამხმობენ და ჭამენ“

18:59 05-23-2019
1025

სოციალურად დაუცველ ოჯახზე აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს. 

„ყურადღება ძალიან სასწრაფოდ. ლაგოდეხში ბავშვებთან ვართ. დედამ მიატოვა ბევრი წელია და აღარც უნახავ, მამა საავადმყოფოში მკურნალობს, სოციალურად დაუცველები არიან და სრულიად უსინათლო ბებოსთან არიან. მამას დიდხნიანი მკურნალობა სჭირდება და ბავშვები შიმშილობენ!

ამწამს მოვედით და აღდგომას, სასაფლაოზე მოგროვილი დამტვრეული პასკები უდევთ მზეზე გასახმობად და ამას ჭამენ. სახლში არ აბადიათ არაფერი, აგურებზე დადებულ საწოლზე სძინავთ. ბებოს არიან მიკრულები სულ. სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება, აქ ვიქნებით ორი დღე და რასაც შევძლებთ გავუკეთებთ.

მოგვეხმარეთ როგორც შეძლებთ რა, ბავშვების შიმშილი ყველაფერზე მწარე საყურებელია.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი

GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ ქველმოქმედება და შემდეგ პირველივეა ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.