ვიდეოები

4 აპრ 12:32

VIDEO: „ერთხელ და სამუდამოდ ავპინავ და პირდაპირ ნახავთ...“ - თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

თამუნა მუსერიძე, რომელიც ასევე გახლავთ ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, აქვეყნებს ვიდეომიმართვას, სადაც აღწერს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან იმ ადამიანებმა, ვინც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს:„ერთხელ და სამუდამოდ ავპინავ და პირდაპირ ნახავთ თქვენ კითხვებზე პასუხს📣📣თუ ბიოლოგიურ მშობელს ეძებთ: მიდიხართ ტრეფიკინგის სააგენტოში, საბურთალოზე, ასათიანის 9 ნომერში. მიგაქვთ პირადობა და ითხოვთ დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებულ პირველად სახელს და გვარს. მშობლის ნებართვა არ გჭირდებათ. თუ ეძებთ შვილს: სამშობიაროდან ითხოვთ სიმართლის წიგნის ამონაწერს, იუსტიციიდან კი , ბავშვის დაბადების და გარდაცვალების ცნობას. თუ გარდაცვალების ცნობა მოიძებნა, მაშინ გარდაცვალების აქტის ამონაწერს“,- წერს თამუნა ვიდეოს აღწერაში.            View this post on Instagram                       A post shared by Tamuna Museridze (@tamuna_museridze)

თამუნა მუსერიძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1 აპრ 15:45

დღეიდან ამ დანაშაულისთვის ჯარიმა 2000 ლარია - ვის რა შემთხვევაში შეეხება ეს ჯარიმები

დღეიდან, პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს რამდენიმე ახალი მუხლი დაემატა, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტთან, ექსპორტთან, წარმოებასთან ან/და რეალიზაციასთან დაკავშირებული შემდეგი ქმედებებისთვის:პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად არა აქვს მისი ფლობის/გამოყენების უფლება, გამოიწვევს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების კვლავ ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს მისი შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების კვლავ ჩადენა კი გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.გარდა ამისა, ბავშვთან ერთად მშობელსაც ან მის კანონიერ წარმომადგენელსაც დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში თუ:არასრულწლოვანი შეიძენს, გამოიყენებს ან თან ექნება პიროტექნიკური ნაწარმი;ან არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის განკარგულებას ან მოთხოვნას;ან რამენაირ შეურაცხყოფას მიაყენებს, მაგალითად, სიტყვიერს.ასეთ შემთხვევაში ჯარიმა 100-დან 300 ლარამდეა.

სხვა სიახლეები

მონასტერი

საზოგადოება 38 წუთის წინ

სად მდებარეობს მონასტერი, რომელიც უშვილოთა შემწედ ითვლება

ქუთაისიდან 9-10 კილომეტრში, მდებარეობს დედაღვთისის მონასტერი. მამა კონსტანტინე ცაგარეიშვილის ძალისხმევითა და მრევლის შემოწირულებით, მონასტერი 2012 წელს აღდგა. ეს ადგილი არის სულიერი და ხორციელი ტკივილების მკურნალი და უშვილოთა შემწე.ყოველწლიურად დედაღვთისას მონასტერს ასეულობით მორწმუნე სტუმრობს. მორწმუნეთა დიდ ნაწილს სწორედ უშვილობის პრობლემა აწუხებს და შესაბამისად ღვინკითის დედაღვთისას შესთხოვს, რომ შვილი აჩუქოს ღმერთმა.  

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო 57 წუთის წინ

პუტინმა აშშ-ს შესთავაზა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ - „ფაინენშელ თაიმსი“

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს შესთავაზა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროების თანახმად, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა, უარი თქვას უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებულ ოთხ რეგიონზე.„ეს არის პირველი ოფიციალური სიგნალი პუტინისგან ომის დაწყებიდან სამი წლის განმავლობაში, რომ რუსეთი, შესაძლოა, დათმობაზე წავიდეს თავისი მაქსიმალისტური მოთხოვნებიდან შეჭრის დასასრულებლად“, – წერს გამოცემა.ამავე დროს, „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბრისას ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ პუტინი ამ დათმობას იყენებს, რათა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის სხვა მოთხოვნებზე დაითანხმოს. ეს მოთხოვნები შეიძლება იყოს ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების აკრძალვა.„ამჟამად კიევზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რათა დათმობაზე წავიდეს და ტრამპმა გამარჯვება გამოაცხადოს“, – განაცხადა ერთ-ერთმა რესპონდენტმა გამოცემასთან საუბრისას.

mama gabrieli

ისტორიები 20:46

თუ მხოლოდ გზის ფული გვაქვს და მათხოვარმა გვთხოვა, როგორ მოვიქცეთ? - ნახეთ, მამა გაბრიელის პასუხი

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე სამთავროს დედათა მონასტერში საოცრად ნაღვაწ, არქიმანდრიტ გაბრიელთან რუსეთის ფარულ მოღვაწეს, ღვთისაგან წინასწარჭვრეტის ნიჭით ცხებულ უსინათლო ანუსიას უსტუმრია. შინ რომ ბრუნდებოდა, მონასტრის ეზოში, კიბეზე ჩამომჯდარი ბერისათვის კურთხევა უთხოვია. ამ უკანასკნელსაც ტირილით ჩაუკრავს გულში, დაულოცავს და უთქვამს: - მივდივარო.ანუსიას უკითხავს, - თქვენს შემდეგ ვის ტოვებთო, თვალცრემლიან გაბრიელს უპასუხია:- არავის, ჩემს შემდეგ აღარავინ იქნებაო...გაბრიელ ბერის ცხოვრება სასუფევლისაკენ მავალი ერთიანი გზა იყო. სამთავროს სენაკში კუბო ედგა და ხშირად მასში მწოლიარე ქადაგებდა ხოლმე. ყველას აჩვევდა, რომ სხეულზე ზრუნავზე აღმატებული სულზე ზრუნვა იყო. თუ ექიმი მოვიდოდა, ეტყოდა ხოლმე: - მინდა, რომ ექიმებმა ჯერ თქვენს თავს უშველოთო.გაბრიელ ბერი მძიმედ იყო დასნეულებული, წყალმანკით დაავადებულს თორმეტი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული მუცლის არეში. ბოლოს, წვრილი მილიც კი დაუტოვეს წყლის ამოსაღებად. ამას თან ერთვოდა კბილების ტკივილი, თიაქრის ჩაჭედვა და სხვა მრავალი სნეულება, რომლებსაც უხმოდ ითმენდა. ოპერაციებს ან სენაკში უკეთებდნენ, ან სენაკის წინ.მრევლის დაჟინებული თხოვნით, გაბრიელმა მირიან მეფის კოშკის გვერდით, მომცრო სენაკის მიშენების კურთხევა მისცა. იქ მეტი სინათლე და ჰაერი იყო. კარს გააღებინებდა და ხალხს უყურებდა ხოლმე. ეს გაუსაძლის ტკივილს ავიწყებდა, ათმენინებდა. მომსვლელს თუ წამსვლელს ცრემლიან თვალს გააყოლებდა და ლოცავდა ხოლმე. თუ ისე დაღამდებოდა, რომ არავინ მოვიდოდა, გულდაწყვეტით იტყოდა:- დღეს ჩემთან არავინ მოვიდა, აღარავის ვჭირდები და ღმერთი აუცილებლად გამიყვანსო.საკუთარ საფლავზე, როგორც უკვე არსებულზე, ისე ლაპარაკობდა და ანდერძად ტოვებდა: "ჯერ ჩემი მოძღვრის საფლავი უნდა გაიხსნას. მე როგორც დავასაფლავე, ისევე იქნება. გულზე სახარება ადევს. შემდეგ - ჩემი, მე უხრწნელი ვიქნებიო" და წმინდა ნექტარიუსის ფოტოზე მიანიშნებდა ხოლმე, რომელზეც წმიდანი უხრწნელად იყო წარმოჩენილი და სახით მამა გაბრიელს ჩამოჰგავდა.ერთხელ ჰკითხეს: - მამაო, როგორ ახერხებთ ეშმაკთან ბრძოლასო. ორმოცდაათი წელიწადია, მაგას ვსწავლობ! შენ ახლავე გინდა, ისწავლოო? - გაეღიმა.- მამა გაბრიელ, თუ მხოლოდ გზის ფული გვაქვს და მათხოვარმა გვთხოვა, როგორ მოვიქცეთო, - ჰკითხეს. სახარებაში წერია, - ორი სამოსი რომ გაქვს, ერთი გაეცი, ის კი არ წერია, ერთი რომ გაქვს, ისიც მიეციო... ფული რომ მისცე და გზაში რამე დაგემართოს, ღვთის წინაშე შენ აგებ პასუხს... ეს ბერთა საქმეა და არა ერისკაცთაო...- მონასტერში შეიძლება ყოველგვარი შემოწირულობის მიღება?- არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს. ეს ძალიან საშიშია... არსებობს ფული, რომელშიც იუდას წილი ძევს, ამიტომ ასეთი ფულის აღება დამღუპველია, დიდ ცოდვაში ჩაგაგდებს, მდგომარეობიდან ვერ გამოხვალ და დაიღუპები... ასეთი ფულის გაწმენდა მხოლოდ ეკლესია-მონასტრებს შეუძლიათ, წმინდანებს და მეც შემიძლია...- მამა გაბრიელ, მიცვალებულისთვის ჯვრის ჩატანება აუცილებელია?- მიცვალებულს გულზე აუცილებლად უნდა ეკეთოს ხის სადა ჯვარი, ხელშიც ხის ჯვარი ეჭიროს, ოქროს ან რაიმე ნივთიერებისგან შექმნილი ჯვარი, რომელიც მიწაში არ იშლება, არ უნდა ჩავატანოთ. ქრისტე აღდგა და ჩვენ მიწაში ხომ არ ჩავტოვებთ?!

სოსო პავლიაშვილს მონატრებულ დასთან შეხვედრის კადრება აქვეყნებს

ტაბლოიდი 20:45

VIDEO: „ჩემი საყვარელი და მესტუმრა...“ - სოსო პავლიაშვილი შეხვედრის კადრებს აქვეყნებს

მომღერალი სოსო პავლიაშვილი წლებია, რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს. იქ ჰყავს მეორე ოჯახი - ცოლი ირინა და ორი ქალიშვილი. სააღდგომოდ, სოსოს და - მაკა, ესტუმრა საქართველოდან, ხორაგით დატვირთული."ჩემი საყვარელი და მესტუმრა... დიდი ბედნიერებაა" - წერს სოსო და შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. 

თიკა ქოქაშვილი

ასტროლოგია 20:42

უძველესი თილისმები, რომლებიც ბავშვის ოთახში უნდა დავდოთ - ფენშუის სპეციალისტი გირჩევთ

ფენშუის სპეციალისტი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში იმ თილისმების შესახებ საუბრობს, რომლებიც ბავშვის ოთახში უნდა დავდოთ ... ნახეთ ვიდეო ⇓