1793950854
1793170915
ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის E70 საავტომობილო გზის ქობულეთის შემოვლითი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.შეხვედრა გაიმართა პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადების ფარგლებში.მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებისა და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მიზანი ასევე იყო დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღება შეფასებისა და დაგეგმვის პროცესში გასათვალისწინებლად.შეხვედრა ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები.პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის შემოვლითი გზის დაახლოებით 31 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორი ზოლის პარალელურად დამატებითი ორი ზოლის მშენებლობას.პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/ka/info/b3e4bbf2-3323-42e4-b4b7-851799173862.
1785509812
ჯარიმა 10 000 ლარამდე გაიზარდა - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება.მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრა.სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრა.აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი იქნება.აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება.
სხვა სიახლეები
მსოფლიო • 1793957721
მარკო რუბიომ უარყო ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებას გეგმავს და თქვა, რომ არ იცის, „საიდან მოდის ეს ხმები“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ნიუ იორკ თაიმსთან” ინტერვიუში განაცხადა.რუბიოს განცხადება მედიაში გავრცელებულ ცნობებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტრამპის ადმინისტრაციიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადება შეძლოს.„ჩემი გეგმა ყოველთვის იყო, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში მისი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე მემუშავა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ხმები“, – განაცხადა რუბიომ.მისივე თქმით, უყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებს.„გარდა ამისა, ყოველთვის მეცინება, როდესაც ამბობენ, რომ თანამდებობის დატოვებას ვაპირებ. ვეკითხები: კონკრეტულად რომელი თანამდებობის?“ – აღნიშნა რუბიომ.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, რუბიომ პასუხისგან თავი შეიკავა.„2028 წელზე აღარაფერს ვიტყვი. უბრალოდ, ამ თემაზე საუბარს აღარ ვაპირებ“, – აღნიშნა რუბიომ.
პოლიტიკა • 1793957663
„ფედერალისტები“ მთავრობაში რომ მოვალთ, ამ ქვეყანაში დამყარდება კანონის უზენაესობა. კანონი იქნება უზენაესი და არა რომელიმე პერსონის სურვილები და ახირებები, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.ჩერგოლეიშვილის თქმით, წესებს ვინც იცავს, ის ალიანსშია.„მთავრობაში მოსვლამდეც, ყველა პარტნიორთან (და მტერთან) გვექნება ურთიერთობა წესებით. წესის დამრღვევს ავაოხრებთ. წესის დამცველთან ვითანამშრომლებთ. ალიანსის სადამფუძნებლო დოკუმენტიც არის წესები. წესებს იცავ, ალიანსში ხარ. წესს არ იცავ – გაჯმ*** გაქვს, რადგან ალიანსში ყოფნის წინაპირობაა წესები. უდიდესი სიამაყით მოგახსენებთ, უწესობის ადგილი იქ არასდროს იქნება, სადაც ჩვენ ვართ.მე თქვენ კანონის უზენაესობას გპირდებით და არა უწესობასთან ლოლიავს. ანუ გარიცხულია სააკაშვილი.გარიცხულია ისე, რომ გარიცხვაც არ დაგვჭირვებია – მეტი დარდი არ გვაქვს, ისეთ დოკუმენტს შევერთებოდით, სადაც დეკლარირებული უწესოების გარიცხვა სხვებთან შესათანხმებელია. სხვებმა თავი იმართლონ, ჩვენ ვიამაყებთ, რომ ჩვენთან წესებია უზენაესი – და ჩვენ მოვიგებთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ფინანსები • 1793956086
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს შეძენამ განაპირობა. შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1.365 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია. ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს დაიწყო. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათი ეფექტიანი მართვა სებ-ის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. მონეტარულ ოქროში ინვესტირების მიზანი კი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებული მერყეობისგან მათი დაცვაა. ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA metric) 130%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება. საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ხელსაყრელი საბაზრო პირობების არსებობის შემთხვევაში, სებ-ი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
საზოგადოება • 1793955937
თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
თიბისიში, ბიზნესანაბრის გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა და მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნესმობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი.ამასთან, ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ - წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია), წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე.სიახლე ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, მიმდინარე ანგარიშზე არსებული უმოქმედო თანხა შემნახველ ანაბარზე განათავსონ და მიიღონ მეტი სარგებელი.შემნახველი ანაბარი უვადოა და მასზე სასურველი რაოდენობის თანხის განთავსება ან გამოტანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. დარიცხული სარგებელი ყოველ დღეზე იანგარიშება და თვის ბოლოს ერიცხება - შესაბამისად, ბიზნესი სარგებელს იმ დღეებისთვის მიიღებს, რამდენი დღეც თანხა ანაბარზე იქნება განთავსებული.ინიციატივის მიზანს ბიზნესების წარმომადგენლებში ციფრულ არხებზე გადასვლის წახალისება და მათთვის, თავისუფალი სახსრების ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა წარმოადგენს.დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:https://tbcbank.ge/ka/business/deposits/savings-deposit
საზოგადოება • 1793954889
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობას გადარჩენილი მესამე ძმა იხსენებს. მისი თქმით, თავდამსხმელმა მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მამაკაცი ამბობს, რომ თავდამსხმელი მის მიმართულებითაც ისროდა, თუმცა ტყვია არ მოხვედრია.„ავტომატიდან სროლა დაიწყო. ერთი ძმა იქით გაიქცა, მეორე კი აქ დარჩა. ორივეს ესროდნენ, ორივეს ბოლომდე უსწორდებოდნენ. მე მანქანიდან გადმოვხტი. ჩემკენაც ისროდნენ, მაგრამ ტყვია არ მომხვედრია. უბრალოდ, დავეცი. არც კი ვიცი, ვერც კი წარმომიდგენია, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ აქ მეზობლები ვართ, რამდენი წელია, ერთად ვცხოვრობთ“, – ამბობს მესამე ძმა, რომელიც სიკვდილს გადაურჩა.ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ძმები რუსეთიდან სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. თანასოფლელმა მათ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც ქორწილში მიდიოდნენ. ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი თავდასხმას თავი დააღწია.შსს-მ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


































