„ჩემკენაც ისროდნენ, მანქანიდან გადმოვხტი...“ – რას ჰყვება მამაკაცი, რომელსაც ქორწილში ორი ძმა თვალწინ მოუკლეს

პოლიცია ლენტა

 კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობას გადარჩენილი მესამე ძმა იხსენებს. მისი თქმით, თავდამსხმელმა მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მამაკაცი ამბობს, რომ თავდამსხმელი მის მიმართულებითაც ისროდა, თუმცა ტყვია არ მოხვედრია.

„ავტომატიდან სროლა დაიწყო. ერთი ძმა იქით გაიქცა, მეორე კი აქ დარჩა. ორივეს ესროდნენ, ორივეს ბოლომდე უსწორდებოდნენ. მე მანქანიდან გადმოვხტი. ჩემკენაც ისროდნენ, მაგრამ ტყვია არ მომხვედრია. უბრალოდ, დავეცი. არც კი ვიცი, ვერც კი წარმომიდგენია, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ აქ მეზობლები ვართ, რამდენი წელია, ერთად ვცხოვრობთ“, – ამბობს მესამე ძმა, რომელიც სიკვდილს გადაურჩა.

ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ძმები რუსეთიდან სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. თანასოფლელმა მათ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც ქორწილში მიდიოდნენ. ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი თავდასხმას თავი დააღწია.

✕