ვიდეოები

1642759365

VIDEO: საქართველოში კოვიდ-პაციენტმა ექთან...

კოვიდ-პაციენტმა, ერთ-ერთ რეგიონულ კლინიკაში ექთანი დაჭრა.  შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. კოვიდ კლინიკაში მყოფმა პაციენტმა, ექთანს ყელის და სახის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი 18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. „პრაიმთაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და გვითხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება, 19 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

დაჭრა

სოციალური თემა

საზოგადოება

დავითი

1642753865

რას სწერდა ბიძინა ივანიშვილს გარდაცვლილი მილიონერი, დავით ზოდელავა

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს მე ვიყავი და ვრჩები თქვენი მხარდამჭერი. მწამს, რომ ხართ საქართველოს პატრიოტი, გამოძრავებთ არა ანგარება და თქვენ იყავით გადამწყვეტი ფაქტორი წინა რეჟიმის დამარცხებაში, მერწმუნეთ, რომ ამას პირფერობა არ მალაპარაკებს“,- ამ შინაარსის წერილს, გარდაცვლილი დავით ზოდელავა, ბიძინა ივანიშვილს წერდა. „ამ წერილის მოწერა კი გადამაწყვეტინა დღეს საქართველოში შექმნილმა გარდამტეხმა პერიოდმა და იმის განცდამ, რომ მიუხედავად დიდი ფინანსური ინვესტირებისა და ძალისხმევისა, თქვენი რეიტინგი და თქვენი მხარდამჭერთა რაოდენობა, ფაქტია, რომ კლებულობს. გაკეთებული საქმეები და კარგი გადაწყვეტილებები და სათქმელიც რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. მაგრამ, ნება მომეცით გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული აზრი უარყოფითი შედეგების გამომწვევ ძირითად მიზეზზე: კადრები. ბიზნესისგან განსხვავებით, წამყვანი სახელმწიფო მოხელეების შერჩევა ერთგულების პრინციპით წაგებიანია. თუ კადრი პროფესიონალია, იმას თავისი აზრიც აქვს და მისი დაცვაც უნდა შეეძლოს. როგორც წესი ის თავისუფალი ნატურაა და გადაწყვეტილებებსაც ის უნდა იღებდეს დამოუკიდებლად და მას უნდა ვენდოთ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ. ასეთმა მიდგომამ გამოიწვია, ფაქტობრივად, სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზება, გამონაკლისების გარდა, გადაწყვეტილებები ადგილზე ვერ მიიღება, საქმეები ან ჭიანურდება, ან მერე უაზრო ხდება. იგივე მიზეზით გახშირდა ნეპოტიზმის, დაუსჯელობის სინდრომის და კორუფციის ფაქტები. პრიორიტეტების არასწორმა შერჩევამ და სახსრების არასწორმა გადანაწილებამ კი, რა დადებით შედეგიც უნდა მოეტანა, ის იმედი არ გამართლდა. მაგალითისთვის, თუ მსოფლიოში ყურძნის სიჭარბეა, ბიუჯეტი კი აფინანსებს რთველს, რატომღაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით აწარმოებს კონიაკს (მეწარმე ამას არ აკეთებს, რადგან არამომგებიანად მიაჩნია), რა საჭირო იყო ასეთი ფართო მასშტაბით ყურძნის პლანტაციების გაშენების დაფინანსება და ამ საქმის წაქეზება, როდესაც 1–2 წელიწადში ეს ვენახო მსხმოიარე გახდება და პრობლემებიც მოიმატებს? (მაგალითად, საფრანგეთში მთავრობა რეკომენდაციას უწევს და 10000 ევროს კომპენსაციისთვის უხდის ფერმერს, რომ ყუძენი სხვა კულტურით ჩაანაცვლოს). სახელმწიფოს სტრატეგიის არასწორი დაგეგმვის უამრავი მაგალითების მოყვანა შემიძლია სხვა სფეროებშიც. აი თუნდაც ერთი: თუ პარლამენტი ბიო პროდუქციის მოყვანას სტიმულირებს, მაშინ სამინისტრო რატომ ამ მხრივ რატომ არ აქტიურობს?! ან რატომ დაუშვეს გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანა?! მაგალითისთვის, მე კი გუმანით მიმაჩნია, რომ “პანორამა თბილისი” სასიკეთო საქმეა, მაგრამ ბოლომდე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ჩამოყალიბებული აზრი შემექმნას. აქამდე არსებული ინფორმაცია და დისკუსია მხოლოდ ზედაპირული იყო და კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბადებდა. ხომ შეიძლებოდა დაწყებლიყო ამ პროექტის უფრო საჯარო განხილვა, დისკუსია ინტერნეტში, ტელევიზიაში, საზოგადოების ფართო ფენებში და ყველასთვის გასაგები იქნებოდა მისი დადებითი შედეგი და თავს ავარიდებდით ამხელა აჟიოტაჟს და ვნებათა ღელვას. კადრების შერჩევის დროს და გადაწყვეტილების მიღების დროს საერთოდ უგულებელყოფილია ქართველი ცალკეული ეთნოსისა და თბილისელების განსხვავებული მსოფლმხედველობა და მენტალიტეტი. უნდა აღიაროთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება, რომ სასიკეთო საქმეები გაკეთებულიყო პიარის გარეშე, მცდარი გამოდგა ისევ ქართული ნატურიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, თქვენ ან არასწორ ინფორმაციას გაწვდიან, ან ინფორმაციის სერიოზულ ნაკლებობას განიცდით. მოგახსენებთ, რომ ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ 2012 წლის ახალ წლებზე ჩამოვედი საქართველოში და პირველი შეხება ახალი ხელისუფლების სახელმწიფო სტრუქტურებთან იყო ის, რომ 2012 წლის 31 დეკემბერს 20:00 საათზე ახალ წელს, სახლში მომაკითხეს საგადასახადო ორგანოებიდან და ჩამაბარეს უწყისი, იმ მიზეზით, რომ შეტყობინების ჩაბარების რაღაც ვადა იწურებოდა. ზუსტად ასევე დაუარეს მეწარმეებს სიით 31 დეკემბრის საღამოს. ახალი მინისტრი უკვე დანიშნული იყო და მოგეხსენებათ, ამით რა საახალწლო განწყობა შეიქმნებოდა ათასობით ოჯახში. მე გადავწყვიტე დავრჩენილიყავი საქართველოში და ორი საქმე წამოვიწყე, ერთი ელექტროსადგურის აშენება არსებულ დალის მთის წყალსაცავზე, რომელშიც ნახევარი მილიონი დავხარჯე და შემდეგ სამინისტროების ლაბირინთებში დოკუმენტების მოუგვარობლობის გამო მომიწია მშენებლობის შეჩერება (დღესაც ეს კაშხალი სახიფათო ავარიულ მდგომარეობაშია). მეორე საქმე უფრო ჰობისა და ქველმოქმედებისთვის შევქმენი: მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, კვების პროდუქტების ხარისხის და გენმოდიფიცირების დადგენის მიზნით, რადგანაც იმ დროს მსგავსი ლაბორატორია არ არსებობდა საქართველოში. დღეს ერთი კონკურენტი ლაბორატორია გვყავს. სულ ორი აკრედიტებული ლაბორატორიაა ამ სფეროში. გამახსენდა მიშას დრო, როდესაც როგორც კი ოპოზიციურ აზრს ტელევიზიაში ვიტყოდი, მეორე დღესვე მოდიოდნენ შემოწმებაზე. მართალია ფაქტობრივად ვერ ვამტკიცებთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ ორ მოვლენას შორის კავშირი გამოიხატება და ასეთი დამთხვევების არ გვჯერა. ეს სხვა თემაა და იმედია ყველაფერი სამართლიანად გაირკვევა (ასეთი გადაგვიტანია?!). ფაქტობრივი დანაშაულებრივი მასალა სახეზეა, ხოლო აქტიური პოზიცია ყველა ქართველის ვალია, როდესაც სახელმწიფო გარდატეხის პროცესშია და ამას თქვენც მოგვიწოდებდით. ამ წერილის დაწერის მიზეზი, მერწმუნეთ, არის მხოლოდ თქვენი და საქართველოს კეთილდღეობის სურვილი და მომავლის იმედი. იმედი რომ სამართლიანობა საბოლოოდ აღდგება, მაგრამ როდის?! რის ფასად?! ეს კითხვები მაინც ღიად რჩება. (R)

სხვა სიახლეები

უკრაინა

1642761290

„საომარი მოქმედებები ერთი თვე მაინც გაიწელება, იქნება სისხლის ღვრა“ -...

უკრაინა-რუსეთი ომის ზღვარზეა - ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკუთარი ძალის დემონსტრირებას განაგრძობს და უკრაინის საზღვრებთან ჯარის განთავსებას აგრძელებს. ქვეყნებს შორის კონფლიქტის გაღრმავების საფრთხე რომ არსებობს, ამის შესახებ ექსპერტები „პრაიმტაიმთან” ღიად საუბრობენ. როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რუსეთი უკრაინასთან ომზე იმ შემთხვევაში წავა, თუ უკრაინა დონბასს სპეციალურ სტატუსს არ მიანიჭებს. „რუსეთი ქმნის ომის საფრთხეს. ის აშანტაჟებს მსოფლიოს. რუსეთი უკრაინასთან ომზე იმ შემთხვევაში წავა, თუ უკრაინა დონბასისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას არ გადაწყვეტს. რუსეთი მოითხოვს, რომ მისი გაგებით, შესრულდეს მინსკის შეთანხმებები, რასაც უკრაინა არ ეთანხმება. თუ უკრაინა არ მისცემს დონბასს სტატუსს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, რუსეთმა უკრაინაში უფრო მეტი ჯარი შეიყვანოს და აღიაროს სამხრეთ ოსეთის მსგავსად, დონბასის დამოუკიდებლობა. უკრაინას საკმაოდ ძლიერი არმია ჰყავს. იქ საომარი მოქმედებები ერთი თვე მაინც გაიწელება, იქნება სისხლის ღვრა, რაც რუსეთს არ უნდა. რუსეთს უფრო ომით შანტაჟი აწყობს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა. რა როლს ითამაშებს დასავლეთი რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების პროცესში? - როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, დასავლეთი უკრაინას დაეხმარება, რომ იომოს, ხოლო რუსეთს მძლავრ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. „დასავლეთი დაეხმარება უკრაინას რომ მან იომოს და მეორე, რუსეთს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, რის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთს გაუჭირდება. რუსეთი ახლა საკუთარ  ხაფანგში მოაქცია და  დასავლეთი ცდილობს, მოლაპარაკებებით, ის ხაფანგიდან გამოიყვანოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. განვითარებული პროცესების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის არ ემზადება. განსხვავებულად ფიქრობს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრაზე წავა. აღსანიშნავია, რომ ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის მორიგი რაუნდი პარასკევს გაიმართება, რომელიც, სავარაუდოდ, ომის დაწყება-არდაწყების ბედს გადაწყვეტს.

ბოკუჩავა

1642761278

მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინა აუცილებლად დაიცავს...

"მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს",  - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენსა და უკრაინულ მხარეს შორის. უკრაინა ზრუნავს თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაზე ნებისმიერ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი, ქალბატონი დენისოვა, რომელიც რიგ შემთხვევებში, პრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს, აქტიურად არის ჩართული და ძალიან ღიად საუბრობს იმ უფლებრივ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს სააკაშვილის მიმართ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს უკრაინული მხარის ინფორმირება. ჩვენი კოლეგები არა მხოლოდ უკრაინის ომბუდსმენს, არამედ სხვადასხვა აქტორებს შეხვდებიან, რათა მაქსიმალურად გავცვალოთ ინფორმაცია“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, ოპოზიციონერ დეპუტატებს, თამარ კორძაიას, ლევან ბეჟაშვილსა და უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას შორის შეხვედრა შედგა. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ციხეში სააკაშვილის „წამებისა და არაადამიანური ოპყრობის“ საქმეზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო.

ლევან ნიკოლეიშვილი

1642761126

ლევან ნიკოლეიშვილი - თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთო...

მუდმივად ფეიკების გამავრცელებელ არხს პირდაპირ მიღებული აქვს დავალება სააკაშვილისგან, რომ ნებისმიერი ტყუილის, მათ შორის ამორალური სიცრუის ფასად ხელოვნურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან აპოკალიპტური სურათი - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს. როგორც ლევან ნიკოლეიშვილი წერს, სიუჟეტში საუბარი იყო ვინმე ქალბატონ იარაჯულზე, რომელსაც ნაცმედიის თქმით, გაზი ჩაუჭრეს, ჰყავს შშმ პირი და სოციალური პრობლემების გამო ბიძინა ივანიშვილის სახლთან თვითდაზიანებები მიიყენა. მისივე თქმით, ამ ამბავს თავიდანვე ღრმა ფეიკის სუნი ასდიოდა, ამიტომ თავი ვალდებულად მიიჩნია ყველაფერი გადაემომწმებინა და არც შემცდარა. „თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს და მისი ანაზღაურება 4 ათას ლარს აღემატება. გარდა ამისა, თავად იარაჯული სახელმწიფოსგან იღებს ყველა საჭირო სერვისს შეუფერხებლად. კერძოდ, მისი 12 წლის შვილი ყოველთვიურად იღებს შესაბამის ფინანსურ დახმარებას შეუფერხებლად. ამასთანავე, არასრულწლოვანი ჩართული იყო ბავშვთა ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრებით მომსახურების არაერთ პროგრამაში. ამ დროის მონაცემებით ჩართულია ბინაზე მოვლის პროგრამაში და სარგებლობს ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის მომსახურებით. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს ქალბატონო სახელმწიფოსგან ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფილია, ასევე სოლიდური შემოსავალი აქვს მის ქმარს“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი. „გუშინ ჩემი ყურადღება მიიქცია ნაცების არხზე გასულმა სიუჟეტმა, სადაც საუბარი იყო ვინმე ქალბატონ იარაჯულზე, რომელსაც ნაცმედიის თქმით გაზი ჩაუჭრეს, ჰყავს შშმ პირი და სოციალური პრობლემების გამო ბიძინა ივანიშვილის სახლთან თვითდაზიანებები მიიყენა. რადგან ამ ამბავს თავიდანვე ღრმა ფეიკის სუნი ასდიოდა, თავი ვალდებულად მივიჩნიე ყველაფერი გადამემომწმებინა და ცხადია, არც შევმცდარვარ. თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს და მისი ანაზღაურება 4 ათას ლარს აღემატება. გარდა ამისა, თავად იარაჯული სახელმწიფოსგან იღებს ყველა საჭირო სერვისს შეუფერხებლად. კერძოდ, მისი 12 წლის შვილი ყოველთვიურად იღებს შესაბამის ფინანსურ დახმარებას შეუფერხებლად. ამასთანავე, არასრულწლოვანი ჩართული იყო ბავშვთა ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრებით მომსახურების არაერთ პროგრამაში. ამ დროის მონაცემებით ჩართულია ბინაზე მოვლის პროგრამაში და სარგებლობს ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის მომსახურებით. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს ქალბატონო სახელმწიფოსგან ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფილია, ასევე სოლიდური შემოსავალი აქვს მის ქმარს. აქედან დასკვნა - მუდმივად ფეიკების გამავრცელებელ არხს პირდაპირ მიღებული აქვს დავალება სააკაშვილისგან, რომ ნებისმიერი ტყუილის, მათ შორის ამორალური სიცრუის ფასად ხელოვნურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან აპოკალიპტური სურათი, მაგრამ საბედნიეროდ ახლა არც რეალური ინფორმაციის მოპოვებაა რთული დამ ით უმეტეს, არც სიმართლის გავრცელება!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

დაჭრა

1642759365

VIDEO: საქართველოში კოვიდ-პაციენტმა ექთან...

კოვიდ-პაციენტმა, ერთ-ერთ რეგიონულ კლინიკაში ექთანი დაჭრა.  შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. კოვიდ კლინიკაში მყოფმა პაციენტმა, ექთანს ყელის და სახის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი 18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. „პრაიმთაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და გვითხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება, 19 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

ლილუაშვილი

1642759357

თუ ამ ქვეყანაში ვინმეს შეუძლია ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის“ დ...

"თუ ამ ქვეყანაში ვინმეს შეუძლია ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას, ეს ვართ ჩვენ!", - ამის შესახებ პარლამენტში პარტია “საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. “ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს გვაბრალებს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა“ პირიქით “ქართულ ოცნებასთან“. როდესაც ვამბობთ, რომ “ქართული ოცნება “განაცდა“, სხვაგვარად რა ჰქვია იმას, როცა ქვეყნის წინაშე არსებული რეგიონული თუ შიდა სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის ფონზე, მმართველი პარტია გამოდის და ბრიფინგს მართავს არა ზეპარტიული მნიშვნელობის საკითხებზე, არამედ რაღაც ცრუ ბრალდებებზე, რომლის „დასტაც“ ირაკლი კობახიძეს დაუგროვდა,  მოღალატეობიდან და სახელმწიფო გადატრიალებიდან დაწყებული, “კოკაინშიკობით“ გაგრძელებული. ეს არის პოლიტიკური რეფლექსირება იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად დაინახა საფრთხე. ჩვენ ჩვენს გეგმას უცვლელად მივყვებით და მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტზე ვაჩვენებთ, რომ ავტორიტარული რეჟიმის დასასრული იწყება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.