1751398465
1747811762
დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობააწყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება.
1751377573
1747773456
კრედიტის ლიმიტი 200 000 ლარამდე იზრდება - დეტალები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი ორმაგდება.კერძოდ, ამოქმედდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროსესხების ლიმიტი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა, როცა ის 50 ათასიდან, 100 ათას ლარამდე გაიზარდა.საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთა საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს.აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის. რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მისოების საპროცენტო შემოსავლები 31 მილიონი ლარით, 463 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წინა წელთან შედარებით 134 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს მაჩვენებელი კი 8 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მოგებასთან შედარებით.
სხვა სიახლეები
პოლიტიკა • 1751431263
არაა გასაკვირი, რომ გიორგი გახარიას ეშინია საზოგადოებას უთხრას რა მოხდა ჩორჩანასთან დაკავშირებით, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.„არაა გასაკვირი, რომ გიორგი გახარიას ეშინია საზოგადოებას უთხრას რა მოხდა ჩორჩანასთან დაკავშირებით და გაგვცეს პასუხი, რომ ეს იყო [საგუშაგოს ჩადგმა] მისი უგუნურობის შედეგად ჩადენილი, თუ განზრახ გაკეთებული. ცოტა ეჭვიც მეპარება, რომ ამგვარი დიდი ბოროტება უგუნურობით, ან შემთხვევით ჩაიდინოს ადამიანმა. ველოდებით თუნდაც ონლაინფორმატში [ჩართვას], რადგან პირადად ჩამოსვლა და კომისიაზე მოსვლა ვერ გაბედა“, - აღნიშნა წილოსანმა.გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე დღეს ქვეყანაში არ ყოფნის მიზეზით, დისტანციურად ჩაერთვება.
პოლიტიკა • 1751430862
ისრაელი დათანხმდა „აუცილებელ პირობებს“ ღაზის სექტორში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის დასასრულებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, საბოლოო წინადადებას კატარი და ეგვიპტე წარმოადგენენ და იმედოვნებს, რომ „ჰამასი“ ამ შეთანხმებას დათანხმდება.„ღაზის სექტორთან დაკავშირებით დღეს ჩემს წარმომადგენლებს ისრაელელებთან ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ. ისრაელი დათანხმდა 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასასრულებლად აუცილებელ პირობებს, რაზეც ჩვენ ყველა მხარესთან ვიმუშავებთ. კატარი და ეგვიპტე, რომელთაც ძალიან ბევრი იშრომეს მშვიდობის დამყარებისთვის, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას. ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, იმედი მაქვს, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან ის არ გაუმჯობესდება, ის მხოლოდ გაუარესდება“, – წერს დონალდ ტრამპი.
პოლიტიკა • 1751430476
პარლამენტი უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონს დღეს დაამტკიცებს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ცვლილებები შედის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, რომელსაც პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.კანონპროექტით განისაზღვრება არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების წესი. კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შესაძლებლობა ექნება შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში თუ მფლობელობაში რაიონული ან საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.გარდა ამისა, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება გამოკითხოს პიროვნება, მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია, ჩაატაროს ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილებები ქვეყანაში მიგრანტების ზრდამ განაპირობა.
პოლიტიკა • 1751430365
კანონის ტოტალური გამკაცრებაა საჭირო ნარკოტიკის შენახვის, გავრცელების და აქედან ფინანსური მოგების მიღების საკითხებზე, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას.„რატომღაც ისეთი მოსაზრებაა გავრცელებული, თითქოს მარიხუანა იმ დონის ნარკოტიკი არ არის, რომელმაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს. მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ სხვა ნარკოტიკზე ნაკლები ზემოქმედება არ აქვს ადამიანის ჯანმრთელოაბზე. კანონის ტოტალური გამკაცრებაა საჭირო ნარკოტიკის შენახვის, გავრცელების და აქედან ფინანსური მოგების მიღების საკითხებზე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.
პოლიტიკა • 1751430225
ჩვენი მიზანია, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი მომავალი თაობები შორს იყოს ნარკოდამოკიდებულებისგან, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.„პირველი და უმთავრესი არის რომ სახელმწიფო სრულად იღებს პასუხისმგებლობას ყველა ჩანაცვლებით თერაპიაზე. იქნება უფასო ეს პროგრამები. დაახლოებით ათას ლარამდე უწევდათ [გადახდა] ბუპრენოფრინის [მეტადონის] პროგრამაში, გააჩნია რა დოზა იყო. ჩვენი მიზანია, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი მომავალი თაობები შორს იყოს ნარკოდამოკიდებულებისგან, გამოჯანმრთელდნენ ამ სნეულებისგან“, - აღნიშნა ლომინაძემ.ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.