1751463685
ზაზა ლომინაძე: ჩვენი მიზანია, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი მომავალი თაობები შორს იყოს ნარკოდამოკიდებულებისგან

ჩვენი მიზანია, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი მომავალი თაობები შორს იყოს ნარკოდამოკიდებულებისგან, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
„პირველი და უმთავრესი არის რომ სახელმწიფო სრულად იღებს პასუხისმგებლობას ყველა ჩანაცვლებით თერაპიაზე. იქნება უფასო ეს პროგრამები. დაახლოებით ათას ლარამდე უწევდათ [გადახდა] ბუპრენოფრინის [მეტადონის] პროგრამაში, გააჩნია რა დოზა იყო. ჩვენი მიზანია, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი მომავალი თაობები შორს იყოს ნარკოდამოკიდებულებისგან, გამოჯანმრთელდნენ ამ სნეულებისგან“, - აღნიშნა ლომინაძემ.
ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.