ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

pensia

1710406857

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე, 150 000-მდე პირს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

„ლიბერთი“ ბანკი საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით.„ლიბერთი“ აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.დეტალები და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ https://bit.ly/3TAQ4Pt„ლიბერთი“ აგრძელებს უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვას და მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას, რასაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ასრულებს ლიბერთის გუნდის თითოეული წევრი.„ლიბერთის“ მიზანია ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. ბოლო წლებში მიღებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ბანკის მხრიდან არაერთი სასარგებლო სიახლე დაანონსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მაცხოვრის საფლავი

საზოგადოება 1714809352

მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში წელს სპეციალური წესები მოქმედებს

 იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის კარი მორწმუნეთათვის ახლახან გაიღო.მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლაზე დაიშვებიან ის ადამიანები, რომლებსაც სპეციალური საშვები გააჩნიათ. ისრაელსა და ჰამასს შორის არსებული ვითარების გამო, უსაფრთხოების ნორმები მთლიანად იერუსალიმში განსაკუთრებულად გამკაცრებულია.ამასთან, არაბი მართლმადიდებლები წელს ტაძარში ხმაურით, დაფდაფებით და ყიჟინით აღარ შევლენ, როგორც ამას ძველი ტრადიცია ითვალისწინებს. როგორც ისინი აცხადებენ, ამის მიზეზი არის ომი, რომელმაც ბევრ ადამიანს ტკივილი მოუტანა. აღნიშნულით ისინი სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს.ტაძარში იერუსალიმის პატრიარქის მიბრძანების შემდეგ მორწმუნეები მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან.

ლატარია

პოლიტიკა 1714809000

იქ, სადაც ნამდვილად ჩემი საქართველოა, პატივს სცემენ მშობელს, მეგობრებს და ყველას, ვინც თავის საქმეს აკეთებს - ირაკლი ლატარია

ექსპერტი ირაკლი ლატარია, "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციების ძალადობრივ ხასიათს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როდესაც რომელიმე ახალგაზრდა, პოლიციელს შეაფურთხებს და ამაზე პასუხს მოსთხოვს ვინმე, ისინი კვლავ იმ პოლიციას მიმართავენ საშველად, რომელსაც აფურთხებენ.მისი თქმით, ნამდვილი საქართველო ისაა, სადაც პატივს სცემენ ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვინც საკუთარ საქმეს აკეთებს.„იცით, რაზე მეშლება ნერვები? ვინმე 19 წლის თინეიჯერი, (რომელიც 14 წლიდან კლუბებში სიარულის მეტს არაფერს აკეთებს ,,სამშობლოსთვის"), დაანFიტამინებული, შეაგინებს ყველას, ვინც იქ არ დგას, შემდეგ შეაფურთხებს რომელიმე პოლიციელს და ჩუმად გაიპარება სახლში დაიძინებს. დილით გამოსულს, რომელიმე, ნორმალურად მოაზროვნე უბნელი დახვდება და გაბრაზებული კითხავს - იქნებ დააკონკრეტო და ახსნა, ვის აგინებო? ეგრევე ეს „რემბო“ ამოიღებს მობილურს, ჩართავს „ლაივს“ ტექსტით: რუსები თავს დაგვესხნენ და ჩემს ცემას აპირებენო და პარალელურად დარეკავს 112-ში და სთხოვს დახმარებას იმ პოლიციას, გუშინ რომ შეაფურთხა... საღამოს ისევ გავა აქციაზე და დაიკნავლებს: ეს ბოზი პოლიციაო და ქართულ დროშას გადაიკიდებს და ლაზარეს მოეხვევა, ჩემო ვაჟკაცო ქართველოო....ეს არ არის ჩემი საქართველო, ამას ბევრად სხვა რამ ჰქვია, ხოლო იქ, სადაც ნამდვილად ჩემი საქართველოა პატივს სცემენ პირველ რიგში: მშობელს, მეგობრებს, უბნელებს და შემდეგ ყველას, ვინც თავის საქმეს აკეთებს და რაც ყველაზე მთავარია: იქ სადაც ჩემი საქართველოა, თუ ვინმეს შეაფურთხებენ მზად არიან პასუხიც აგონ და მეორე დღეს არ რეკავენ იმასთან მიშველეო - ვისაც აფურთხებენ - ამას, ადამიანობა ჰქვია..." - წერს ლატარია Facebook-ზე.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714808986

ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია - ირაკლი კობახიძე

ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევე, როგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის გაძლიერებაც.„ჩვენ ინტენსიურად ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთ და სამხრეთ-ჩრდილოეთის საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გათვალისწინებულია ყოვლისმომცველი რეფორმის პროგრამა ქვეყნის სარკინიგზო სექტორისთვის, რაც გადამწყვეტია საჯარო კორპორაციების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის.ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოს განვითარებას და ამ საპასუხისმგებლო საქმეში კარგად ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე, გლობალურად დაკავშირებულ მსოფლიოში ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება პარტნიორების გარეშე შეუძლებელია. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მრავალფეროვანი პორტფელი ჩამოგვიყალიბდა როგორც სუვერენულ, ისე კერძო სექტორში. ჯამურად, 4.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიმართება ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების და პროექტების დაფინანსებაზე, როგორიცაა ჩქაროსნული მაგისტრალები, ელექტროგადამცემი ხაზები, სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა.სიამაყით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა აზიის განვითარების ბანკს 2007 წელს შეუერთდა, როგორც აზიის განვითარების ფონდის ბენეფიციარი; დღეს კი, საქართველოს აღნიშნულ ფონდში უკვე დონორი ქვეყნის სტატუსი აქვს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიზანდასახულობას და საქართველოს განვითარების შეუქცევადობას.მეგობრებო, ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევე, როგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში.ამდენად, ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია.ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი რეფორმებისა და პროექტების განხორციელებას უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძე

პოლიტიკა 1714808321

ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს როგორც საქართველოსთვის, ასევე, სრულიად რეგიონისთვის და ამ პროცესში ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც - 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 7,8% შეადგინა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3%-ზე ნაკლებია, ხოლო ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება.„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს როგორც საქართველოსთვის, ასევე, სრულიად რეგიონისთვის და ამ პროცესში ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა. ამ კონტექსტში, ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ის, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება: პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, სამი წლის საშუალო მაჩვენებელმა კი 9,7% შეადგინა. ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც - 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 7,8% შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3%-ზე ნაკლებია, ხოლო ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's ქართული ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ”, -  განაცხადა პრემიერმა.

კობახიძე

პოლიტიკა 1714807620

ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორად დაგეგმილი პოლიტიკით გრძელდება საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას საერთაშორისო რეიტინგებშიც, რაც უფრო მეტ ინსტიტუციურ თუ კერძო ინვესტორს იზიდავს ქვეყანაში.„მაგალითად, ამერიკის კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტის „Heritage Foundation-ის“ მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, საქართველომ წელს ევროპაში მე-19 ადგილი დაიკავა.სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე. რეიტინგის პერსპექტივა კვლავ პოზიტიურია, რაც ასახავს ეკონომიკურ ზრდას, ინფლაციის ვარდნასთან და საგარეო პოზიციის გაუმჯობესებასთან ერთად.საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2030 წლამდე პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დეკადური ზრდის პროგნოზის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა.ეს შედეგები მიღწეულ იქნა მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგად, რომელიც მშვიდობის უზრუნველყოფით და სწორად დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმებით, მიზნად ისახავს შემდგომ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში სიღარიბის სრულად აღმოფხვრას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას.ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი არის დაკავშირებადობა. ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი. მიმდინარე რეგიონული კრიზისების ფონზე, ენერგიისა და სავაჭრო სატრანსპორტო ალტერნატიული მარშრუტები გადამწყვეტია საერთაშორისო სტაბილურობის, ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ველით უფრო მჭიდრო ჩართულობას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რათა წინ წავიწიოთ ისეთი საკვანძო სტრატეგიული პროექტების მიმართულებით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, შავ ზღვაში საბორნე მიმოსვლის სერვისები და სხვ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.