ლისის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და კუს ტბაზე წყლების რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ

11:22 05-20-2018
11

თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, ზედაპირული წყლების რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ.

ლისის ტბაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შესაძლებლობა ექნება, ინფორმაციას გაეცნოს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ზედაპირული წყლების მონიტორინგი ამ ეტაპზე 170-მდე წერტილში ხორციელდება.

ავტორი: ნინო რაზმაძე