ზედოზირების პრევენცია - პრეპარატი, რომელიც მოსახლეობას ურიგდება

12:28 05-08-2018
450

სპეციალური მობილური ჯგუფი თბილისის რამდენიმე უბანში პრეპარატ "ნალოქსანს" არიგებს. როგორც დიღმის მასივში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ გვაცნობა, აღნიშნული პრეპარატი მათ უბანში დაარიგეს.

"დაახლოებით 15 ამპულა გაიცა და იქვე განგვიმარტეს მოხმარების წესები და ინსტრუქცია". 

როგორც ცნობილია "ნალოქსანს" ნარკოტიკული ნივთიერებით ზედოზირების დროს იყენებენ. 

როგორც გავარკვიეთ, პრეპარატი პროექტის "ზედოზირების პრევენციის" ფარგლებში რიგდება. პროექტს "ზიანის შემცირების ეროვნული ქსელი" დაავადებათა კონტროლის მეთვალყურებით ახორციელებს. ორგანიზაციაში განგვიმარტეს, რომ მოსახლოეობაში "ნალოქსანის" მასობრივი დარიგება არ ხდება, თუმცა პრეპარატი სამიზნე ჯგუფებს ნამდვილად მიეწოდება.

ცნობილია, რომ ზედოზირების დროს "ნალოქსანის" გამოყენება განსაკუთრებიოთ ეფექტურია. ერთი ამპულა დაუყოვნებლივ კეთდება კუნთში. პრეპარატი მოქმედებას დაახლოებით 10 წუთში იწყებს, რის შემდეგაც აქტიურდება სასუნთქი გზები. ცნობილია, რომ ზედოზირების დროს ნარკოტიკი ასუსტებს სუნთქვის ცენტრს და ტვინში მის შესუსტებას იწყებს. შედეგად ადამიანი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას. სწორედ ტვინის ამ რეცეპტორებს ააქტიურებს პრეპარატი "ნალოქსანი", რომელიც ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც აქტიურად გამოიყენება.