მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

გურანდა გაბუნია ნანი ბრეგვაძეს სოლიდარობას უცხადებს - „რატომ არ უნდა იმღეროს...“ - exclusive

12:25 03-13-2018
3092

„ქართველებმა სულ უნდა იმღერონ სახლშიც, ზუგდიდშიც და წყალტობოშიც“ - ასე დაიწყო „პრაიმტაიმთან“ საუბარი მსახიობმა გურამდა გაბუნიამ, როცა მას ქართულ-რუსულ პოლიტიკაზე ვკითხეთ.

- მოსკოვშიც, ქალბატონო გურანდა?

- აბა რაა, მოსკოვშიც. მთელი ცხოვრება გვერდში ვედექით რუსებს და ისინი  - ჩვენ. შესაშური ურთიერთობა გვქონდა. ბიჭვინთაში ჩამოდიოდნენ რუსი მსახიობები, ყველა ერთად ვიყავით. დავდიოდით სპექტაკლებზე, ოპერაში, ბალეტზე. რატო არ უნდა იყოს ურთიერთობა რუსებთან, რატომ, გამაგებინეთ! 

- როგორც ვხვდები, თქვენ სოლიდარობას უცხადებთ ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს...

- დასანანია ვინც არ უცხადებს. მთელი სიცოცხლე მღერის ეს ქალი, მსოფლიო მოვლილი აქვს და რატომ არ უნდა იმღეროს ახლა მოსკოვში. როგორ შეიძლება რუსული ენა არ იცოდე, პუშკინი არ იცოდე. ამას ვერ გავიგებ. ყველას თავისი აზრი აქვს...

როგორ დამავიწყდება, ოთარმა მოსკოვში „ანტიგონე“ ითამაშა რუსულად. ოთარი ერთადერთი არტისტია საქართველოში, რომელმაც რუსულად ითამაშა და ყველა პრემია მიიღო, სტანისლავსკიდან დაწყებული, ჩაიკით დამთავრებული. ცუდი იყო ეს?!

- ქართული კულტურის მოღვაწეებმა წერილი გაუგზავნეს პუტინს ტატუნაშვილის გადმოსვენების მოთხოვნით...

- მართლა? მე ეს არ ვიცოდი. არ უთქვამთ, თორემ მეც მოვაწერდი ხელს. რატომ არ უნდა ჩამოასვენონ ცხედარი?! 

- როგორ გგონიათ, ეს წერილი გამოიღებს შედეგს?

- ეს მე არ ვიცი. პრემიერმინისტრმა თქვა ურთიერთობა მოვაგვაროთო და კინაღამ მოკლეს კაცი. ეს შეიძლება?! მეც ასე ვფიქრობ, უნდა დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. ყვირილით არაფერი გამოდის. ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. გინდათ, ამერიკა? კი ბატონო, წადით, იარეთ ყველამ ერთად, გაუთავებლად, არ არის ცუდი. მაგრამ რატომ უნდა იჩხუბო რუსეთთან. დავათბოთ მათთანაც ურთიერთობა.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი