ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

პაველ ჰერჩინსკი

პოლიტიკა 1715514860

"ექსპო ჯორჯიაში" "რა? სად? როდის?" ევროპის შესახებ ფინალური ტური იმართება - ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა გახსნა

„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში თამაშების სერიის „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ ფინალური ტური იმართება.ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მოგესალმოთ ჩვენს გრანდიოზულ „რა? სად? როდის?“ ფინალში. ეს არის ინტელექტუალური ვიქტორინა, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ვთამაშობდით. შარშან დავიწყეთ აჭარაში. ევროპული სტილის „რა? სად? როდის?“ ჩავატარეთ ყველა რაიონსა და რეგიონში, საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტსა და თბილისის ათ ოლქში. ასევე ჩავატარეთ არასრულწლოვანთა კოლონიაში. 600 ახალგაზრდა იყო ჩართული და 1 000-ზე მეტი გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. დღეს, ზუსტად „ევროპის დღის“ დიდი აღნიშვნის შემდეგ, რომელიც გუშინ გაიმართა, გრანდიოზული ფინალი გვაქვს. მეც შევუერთდები მონაწილეებს და გაიმარჯვებს საუკეთესო. ეს მართლაც საოცარი კონკურსია, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდები მთელი საქართველოს მასშტაბით. აღფრთოვანებული ვიყავი იმ ენთუზიაზმით, თავდადებითა და შეჯიბრის სულისკვეთებით, მაგრამ ასევე აღფრთოვანებული ვიყავი ძალიან ღრმა ცოდნით, რაც ახალგაზრდებს აქვთ და რაზეც ევროკავშირი დგას. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს ჩართულობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს ახალგაზრდებს ესმით, რას ნიშნავს საქართველოს ევროკავშირის მომავალი წევრობა ყველა ქართველი მოქალაქისთვის. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმ მონაწილეს, რომელიც გუშინ ევროპის დღის აღნიშვნაში იღებდა მონაწილეობას „ექსპო ჯორჯიაში“. ჩვენ 15 000 მონაწილე გვყავდა. ვნახე ხალხი მთელი თბილისის მასშტაბით, ასევე, ხალხი, რომელიც რეგიონებიდან შემოგვიერთდა ამ დღესასწაულზე. ეს იყო ოჯახური და სახალისო ღონისძიება. ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ენთუზიაზმმა, თავდადებამ და ინტერესმა, რომელიც გამოიჩინეს საქართველოს მოქალაქეებმა, რათა აქ, ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და აგვეღნიშნა ევროპის დღე ერთად. ასე რომ, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს დღესასწაულები არის საქართველოს კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პაველ ჰერჩინსკი

პოლიტიკა 1715514691

ჩვენ ვმუშაობთ ამ მთავრობასთან და ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, რათა ქვეყანა წინ წავწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ - პაველ ჰერჩინსკი

მე, როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მზად ვარ, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან, მთავრობა ჩვენი მთავარი თანამოსაუბრეა. ჩვენ ვმუშაობდით საქართველოს ყველა წინა მთავრობასთან, ვმუშაობთ ამ მთავრობასთან და ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, რათა საქართველო წინ წავწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.ჰერჩინსკის თქმით, ის იმედოვნებს, რომ კანონპროექტი იმ სახით, როგორც ახლა არის წარდგენილი, არ მიიღება.„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გადადგას შემდეგი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. ვიცი, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოსა და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილი. ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც, წვიმის მიუხედავად, გუშინ თბილისის ქუჩებში გამოვიდა თავისი აზრის დასაფიქსირებლად არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, როგორც მას ახლა ჰქვია, დღევანდელი სახით არ მიიღება. ჩვენ დავაორგანიზეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, რათა საქართველოს ხელისუფლებასთან ვისაუბროთ ამის შესახებ. ეს მაღალი დონის ვიზიტები გაგრძელდება და ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ. ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციულად ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით“, – განაცხადა ელჩმა.

ბუზალაძე

საზოგადოება 1715514530

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნაწილი ნუცა ბუზალაძეს სოციალურ ქსელში აბულინგებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუკის” ჯგუფში, სახელწოდებით „საფრანგეთის ქართველები”, მომღერალ ნუცა ბუზალაძეს აბულინგებენ.ბუზალაძე, რომელმაც წელს საქართველო „ევროვიზიაზე” წარადგინა, საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ნაწილისგან კრიტიკული კომენტარების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მან რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსი, „არა რუსულ კანონს” საკუთარ სოციალურ ქსელში არ გამოაქვეყნა.აღნიშნული ფეისბუქ-ჯგუფის ერთ-ერთი მოდერატორი მას „ქოცების ჯიბის მომღერალს” და „მონას” უწოდებს, კონკურსზე მისი მხარდასაჭერი პოსტები კი წაშალა.

ხახანაშვილი

პოლიტიკა 1715514350

ვიდეომასალის გავრცელება განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან - უჩა აბაშიძის საქმის პროკურორი

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა,- ამის შესახებ პროკურორმა ანა ხახანაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირს შორის ინტიმური კავშირის ჩაწერას.„მოგეხსენებათ, პროკურატურამ ორ პირს წარუდგინა ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ ინტიმური კავშირის ამსახველი ვიდეომასალების უკანონო მოპოვება-შენახვის ფაქტზე. ასევე, ერთ-ერთ პირს ბრალდება წარდგენილი აქვს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისთვის. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეომასალას, აღნიშნული, ბუნებრივია, განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან“, – აღნიშნა პროკურორმა.9 მაისს ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. ბლოგერსა და სამხედრო ექსპერტს ბრალი ორი მუხლით ოფიციალურად წარუდგინეს. მას გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ახლა უკვე ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებას და შენახვას ედავება. ამავე მუხლით დაკავებულია ბლოგერისმეუღლე მარიამ იაშვილიც.

ოხანაშვილი

პოლიტიკა 1715514151

კონსტიტუციურ კანონპროექტში წარმოდგენილი რეგულაციები ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენ შეიძლება სამომავლოდ კიდევ უფრო მკაფიოდ დავდგეთ - ანრი ოხანაშვილი

„ჩვენი შეკრების მიზანი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაა. შეიძლება ვინმე ფიქრობს არის თუ არა ეს აქტუალური საკითხი, მართლა გვჭირდება თუ არა ამ საკითხების დარეგულირება. მაგრამ ცხოვრება, განსაკუთრებით კონკრეტული იდეოლოგია იცვლება და ბოლო წლებში საზღვარგარეთის ქვეყნებში მომძლავრებულია იდეოლოგია, რომელიც ბუნებრიობას, ქალად დაბადებას ან კაცად დაბადებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს არის მძლავრი იდეოლოგია და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბორჯომში, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოჯახური ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულად არის დაცული. ამას ამყარებს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმება.„ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას ამ საკითხებზე უნდა ვესაუბროთ, იმიტომ, რომ ბოლო წლებია განსაკუთრებით, საქართველოში აქტიურად ფინანსდება ლგბტ პროპაგანდის საკითხები კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. პირდაპირ იყო საქართველოს პარლამენტში მოწოდება და მოთხოვნაც, საკანონმდებლო დონეზე ისეთი რეგულაციები შეგვეტანა, რომელიც კონკრეტულ ორგანიზაციებს თუ მათთან აფილირებულ პირებს მისცემდა შესაძლებლობას ბაღებსა და სკოლებში ბავშვებისთვის ესწავლებინათ, რას ნიშნავს ერთნაირსქესიანთა ცხოვრება, რას ნიშნავს მათ მიერ შვილად აყვანა და ასე შემდეგ. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა კატეგორიული პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლება საკანონმდებლო დონეზე ასეთ ჩანაწერს არ გააკეთებდა. ამიტომ ეს საკითხი, რაზეც ჩვენ კულისებს მიღმა გვქონდა საკმაოდ მკაფიო პოზიცია და საუბარი თქვენ უნდა გაგიზიაროთ და თქვენ ამის შესახებ უნდა იცოდეთ“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.მისივე თქმით, ეს არის ერთი ჯაჭვი და როგორც კი სახელმწიფო დააკანონებს ერთნაირსქესიან წყვილთა შორის ქორწინებას, ამის შემდგომ სახელმწიფოს გაუჩნდება ვალდებულება, რომ მათ მისცეს შვილის აყვანის უფლება, გაჩნდება ვალდებულება, რომ გაიცეს შესაბამისი დოკუმენტები სახელმწიფოს მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, სადაც გაჩნდება ჩანაწერი - „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ .„ამას ასევე ჯაჭვური რეაქციით მოჰყვება, რომ უნდა შევიდეს სწავლება ბაღებსა და სკოლებში და ბავშვებს უნდა აუხსნან რას ნიშნავს ერთნაირსქესიანთა შორის ცხოვრება, რას ნიშნავს მათი გაგებით ოჯახი, რომ ადამიანი შეიძლება გაჩნდეს კაცად ან ქალად, მაგრამ ეს ბუნებრიობა არაფერია, ეს არის თვითაღქმაზე დამოკიდებული. ჩვენ ეს ეტაპი გადავლახეთ, ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამ ჩანაწერს სახელმწიფო დოკუმენტში არ დავუშვებდით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.მან ხაზგასმით განაცხადა, რომ არავინ ცდილობს შეაფასოს ვინმეს ცხოვრების წესი, ყველას ცხოვრება, განსხვავებული წესის მიუხედავად, უნდა იყოს დაცული. სახელმწიფო ზრუნავს და იზრუნებს იმაზეც, რომ ნებისმიერი დისკრიმინაცია ნებისმიერი ფორმით იყოს დაუშვებელი.„წარმოდგენილი რეგულაციები, ვფიქრობთ, სრულად და ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენ შეიძლება სამომავლოდ კიდევ უფრო მკაფიოდ დავდგეთ. აქედან გამომდინარე, საჭიროა მყისიერი რეაგირება ამ საკითხზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწია ამის თქმა, რომ ქალი - ქალია და კაცი - კაცი, არავითარი სხვა აზრი ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არსებობდეს. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ბოლო წლებში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამის დაფიქსირება რამხელა პრობლემატურ საკითხთან იყო დაკავშირებული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.