ჩვენი მაცხოვარი რომ ერთი დღე იჯდა ამაზე თანახმა ვართ? - გუკა რჩეულიშვილი სასულიერო პირს

17:19 12-10-2017
9147

,,ჩვენი მაცხოვარი რომ ერთი დღე იჯდა ამაზე თანახმა ვართ?", - ამ კითხვით მიმართა გუკა რჩეულიშვილმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის  მოთხოვნით გამართულ აქციაზე მოსულ სასულიერო პირებს, რომლებმაც აქცის იდეა გააპროტესტეს. 

სასულიერო პირების თქმით, ისინი არ ეთანხმებიან ნარკოტიკების მომხმარებლების ციხეში ჩასმას, თუმცა არც დეკრიმინალიზაციის იდეას იზიარებენ. 

,,ნარკომანის დაშვება არ შეიძლება. საჭიროა ნარკომანების მკურნალობა და არა დაჭერა. არა დეკრიმინალიზაცია, არა ლეგალიზაციას. ეს ტერმილონოგიით მანიპულირებაა. არ შეიძლება ნარკოტიკების თავისუფალი მოხმარების დაშვება. ჩვენ წინააღმდეგები ვართ დაჭერის და დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგებიც ვართ", - განაცხადა კონტრაქციაზე მოსულმა სასულიერო პირმა, რომელმაც მედიასთან  ვინაობა არ გაასაჯაროვა. 

 

 

 



ავტორი: სალომე ჩადუნელი