მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

„ლანჩხუთის "გურიის" ხელმძღვანელობამ ტუღუში მოისყიდა 5000 ლარით“ - რა ეჭვები ჩდენა მსაჯის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

15:56 12-07-2017
1156

მალთაყვაში ნაპოვნი გარდაცვლილი მსაჯის შემთხვევა ძალიან ბევრ კითხვას იწვევს და სახიფათო ეჭვებს აღძრავს. ლანჩხუთის ტყეში ნაპოვნი ილო ტუღუშის ცხედართან დაკავშირებით ადგილობრივები ამბობენ რომ უკვე სულერთია მან თავი მოიკლა თუ მოკლეს, ფაქტია რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა და ამის უკან საეჭვო გარიგებები შეიძლება იდგეს.

 სოციალურ ქსელებში უკვე წერენ რომ სავარაუდო სცენარს: „ლანჩხუთის "გურიის" ხელმძღვანელობამ ტუღუში მოისყიდა 5000 ლარით რათა იგი დახმარებოდა გუნდს თელავის "კახეთთან" განმეორებით საპლეიოფო მატჩში. პირველი შეხვედრა თელავში კახელების გამარჯვებით 2-1 დასრულდა და გურულებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, რათა შეენარჩუნებინათ ადგილი უმაღლეს ლიგაში...მატჩის ანგარიში 88-ე წუთისთვის იყო 1-1 როდესაც მსაჯმა პენალტი დანიშნა სტუმართა კარში....თუმცა მასპინძლებმა იგი ვერ გამოიყენეს, "კახეთის" მეკარე ლუკა სანიკიძემ ბურთი მოიგერია... სავარაუდოდ სწორედ ამ თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვდნენ ტუღუშისგან“ - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

2013 წელს „ლანჩხუთის გურია“ უმაღლეს ლიგაში იმყოფებოდა. ახლა ამ წაგებული თამაშის შემდეგ მესამე ლიგაში გადავიდა. ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან კახა ასკურავა „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ ფონზე, როცა ეჭვები და შეკითხვები ჩადენა, გამოძიება განსაკუთრებულად ეფექტურად უნდა წარიმართოს: „მთავარია გამოძიება ჩატარდეს სწრაფად, არ გაიწელოს და მან ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. ეჭვები ლოგიკურად ჩნდება, ეს ამ ეჭვებზე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, გამოძიებას ველოდებით ყველა“ - აცხადებს ასკურავა.

მისივე განმარტებით, მატჩის ბოლო წუთებში დანიშნული „პენალტი“ რამდენად სამართლიანად დანიშნა მსაჯმა, ამაზე მსჯელობა მის კომპეტენციაში არ შედის. მისი აზრით, ამ თემაზე ფეხბურთის ფედერაციამ განმარტებები უნდა გააკეთოს.

ფეხბურთის ფედერაციის განმარტებით კი საქმეს შს სამინისტრო იძიებს და ფედერაცია გამოძიებასთან აქტიურად ითანამშრომლებს. როგორც ფედერაციაში განგვიმარტეს, შედეგების მანიპულაციასთან დაკავშირებით, ადრეც იყო საუბრები და რამდენჯერმე კონკრეტულ შემთხვევაზე სპორტის სამართლიანობის სამსახურმა იმსჯელა, რომელიც, თავის მხრივ, შსს-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ინფორმაციას ძალოვან უწყებას აწვდის, თუმცა, საქმე აღძრული არ ყოფილა.