ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

წვიმა

საზოგადოება 1714588734

საქართველოში ამინდი უარესდება - სინოპტიკოსების გაფრთხილება

2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

აქცია

საზოგადოება 1714588675

პარლამენტთან აქციაზე „რუსთავი 2-ის“ ოპერატორი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „რუსთავი 2-ის“ ოპერატორი ლევან მელიქიძე დაშავდა. ოპერატორს ხელი დაუზიანდა და აქვს სისხლდენა. სავარაუდოდ, ლევან მელიქიძეს ხელში ცრემლსადენი აირის ყუმბარა მოხვდა.„კურიერის“ ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებას ცდილობს.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1714588502

ნინო ფოჩხუა: ცოტაც და გავიგებთ, ვისგან და რამდენით ფინანსდებიან ლომჯარია-გიგაურები, რამდენს ახმარენ კეთილშობილურ საქმეებს, რამდენს ქვეყნის აყირავებას და რამდენს იდებენ ჯიბეში

 სულ ცოტაც და გავიგებთ ვისგან და რამდენით ფინანსდებიან ლომჯარია, გიგაურები, რამდენს ახმარენ კეთილშობილურ საქმეებს, რამდენს ქვეყნის აყირავებას და რამდენს იდებენ ჯიბეში, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, გამჭვირვალობა პირდაპირი გზაა ევროპისკენ, ასევე, მოვა დრო და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი, 2030 წელს კი საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. "სულ ცოტაც და გავიგებთ ვისგან და რამდენით ფინანსდებიან ლომჯარია, გიგაურები, რამდენს ახმარენ კეთილშობილურ საქმეებს, რამდენს ქვეყნის აყირავებას და რამდენს იდებენ ჯიბეში. გამჭვირვალობა პირდაპირი გზაა ევროპისკენ. დემოკრატია არ არსებობს გამჭვირვალობის გარეშე. მოვა დრო და ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი, მიხვდებიან ახალგაზრდები როგორ გვატარა ხელისუფლებამ დანის წვერზე იმ გლობალური გამოწვევების პირობებში, რაც დღეს არის. 2030 წელს კი გარდაუვალია საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. "გამჭვირვალეობის კანონი" მე-2 მოსმენით მიღებულია!" - წერს ნინო ფოჩხუა.

ჭავლი

პოლიტიკა 1714588333

აქციის მონაწილეები პარლამენტის რკინის ჭიშკარზე აძრომას ცდილობდნენ - სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელ რკინის ჭიშკარზე აძრომას ცდილობდნენ - პარლამენტის შიგნით მყოფმა მცირერიცხოვანმა სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ასევე, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი აირის ყუმბარები.შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდებს მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას.კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.

რეჟისორი

პოლიტიკა 1714588031

რობერტ სტურუა: გამჭვირვალობის კანონის მიღებით და თანხების გამჭვირვალობით გარე აქტორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის, მართვის, რევოლუციების მოწყობის ბერკეტები ჩამოერთმევათ

გამჭვირვალობის კანონის მიღებით და თანხების გამჭვირვალობით გარე აქტორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის, მართვის, რევოლუციების მოწყობის ბერკეტები ჩამოერთმევათ, - ამის შესახებ რეჟისორმა, რობერტ სტურუამ განაცხადა.„თანახმა ვარ ამოქმედდეს კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რადგან მოხდეს:იმ ძალების ბოლომდე გამოცდა, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოგონილი გაყალბების მოტივით, რევოლუცია უნდა მოეწყოთ. შესაბამისად, ეს მარტო კანონი კი არა, გადატრიალების პრევენციაა.მეორე მხრივ, მოხდეს გარედან მართული აქტორების და რესურსების სრული იდენტიფიცირება და ლუსტრაცია. ანუ, იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ჩართულია მთლიანი გარე რესურსი და ხდება მისი შეფასება.ასევე, წინასწარ გამოვლინდეს სუსტი ადგილები, მოწყვლადი, გუნდის მოღალატე ან არამდგრადი ადამიანები.რაც მთავარია, კანონის მიღებით და თანხების გამჭვირვალობით გარე აქტორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის, მართვის, რევოლუციების მოწყობის ბერკეტები ჩამოერთმევათ.დიახ, თანახმა ვარ, რადგანაც ვიცი, რა ჩაიფიქრეს ნაცისტებმა - ქართველები ერთმანეთს დაერევიან და ეს არამზადები ქართველების სისხლს უმოწყალოდ დაღვრიან! ყოველი სისხლის წვეთი იმ ჭკუათხელი პრეზიდენტის სინდისზე შედედდება, თუ გააჩნია ილიას მკვლელის შვილს სინდისი! და მერე კაგებეს მაიორის, ვითომ ქართველი Мишенька-ს ოცნებაც ახდება - რუსები კვლავ დაგვიმონებენ და ამ ნაძირალა ნაცისტებს დაგვისვამენ ახალ ცეკაში! ფრთხილად!“- აცხადებს რობერტ სტურუა.