მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ლიკა ქავჟარაძის მეორე ქმართან ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები - exclusive

13:18 10-17-2017
12592

ძნელია უკვე წარსულ დროში ილაპარაკო ადამიანზე, რომლის სილამაზესაც არამხოლოდ მთელი საქართველო ჰყავდა დატყვევებული,  რომელსაც ბადალი თითქმის არ ჰყავდა და ასე დაიტირა საზოგადოებამ,  საზოგადოებამ, რომლის აზრიც ამ დღეებში ორად გაიყო, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანდა სოციალური ქსელებიდან.უმეტესი ნაწილი მას მაინც პირდაპირ მარიტასთან აიგივებდა,ისე, რომ არ იცნობდა მას და არაფერი იცოდა მის ნამდვილ ცხოვრებაზე. ამან კი ბევრის გაღიზიანებაც გამოიწვია. დღეს კი ამ საოცარი ქალის ცხოვრებაზე, რაც ასე გაინტერესებდათ, ყველაფერს მისი მეორე მეუღლის, ლევან შანიძის  ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით.  

ლევან შანიძე:

– ძალიან მიჭირს საუბარი. დიდი სიამოვნებით არავისთან არ ვისაუბრებდი ახლა, მაგრამ ლიკას ამას ვერ ვაკადრებ. დღეს ძალიან ბევრი ადამიანია შეწუხებული და, ალბათ, ბევრს რაღაც აინტერესებსლიკაზე. ვნანობ, გული მტკივა,რომ მას აქ უკვე ვეღარ შევხვდები, არც შემთხვევით, სადმე,  კონცერტზე ან გამოფენაზე, ვერსად ... გავიცანი ისე, როგორც მთელმა საქართველომ–ეკრანით. ცოტა ისეთი ბავშვი ვიყავი... კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ხან ვაგვიანებდი, ხან ვაცდენდი გაკვეთილებს. ერთ დღესაც ლიკა დავინახე „ნაძალადევის“ მეტროში. ერთი-ორჯერ რომ ვნახე ამ მეტროში, ვიფიქრე, ამ მხარეს დადის და შანსი მაქვს, კიდევ ვნახო-მეთქი. სანამ ამ ბინას მიიღებდა მამაჩემი სამსახურიდან, ნაძალადევისკენ ვცხოვრობდით და პირველ სკოლაშიდავდიოდი. იმ დროს ყველა უბანში იყო სკოლა(ვერა-ვაკე, პლეხანოვი...),რომლებიც პოპულარული იყო თბილისში, იქ ვიღაცას ვიღაცა უყვარდა, იქ ვიღაც გაკვეთილიდან გავარდებოდა, რომ დახვედროდა იმას, ვინც მოსწონდა... არდადეგებზე ვიძენდით ერთმანეთს ბაკურიანში... ჩვენი „ფეისბუკი“ ეგ იყო, ოღონდ გვერდებზე შესვლისა და ლაიქების ნაცვლადფიზიკურად ვურთიერთობდით დალიკაც ერთ-ერთი იყო ამ შეძენილი მეგობრებიდან. 14 წლის ვიქნებოდი, ბაკურიანში გავიცანი კობა წაქაძე. გავიდა წლები. კობამ ცოლი მოიყვანა, რომელიც ლიკას კურსელი აღმოჩნდა კონსერვატორიაში. ლიკა მისი მეჯვარე უნდა ყოფილიყო, მე –კობას მეჯვარე, მაგრამ მოხდა ისე, რომ ბავშვის მონათვლის დროს ლიკა ვერ მოვიდა და ისე გამიხარდა... მამაჩემი საკმაოდ ძლიერი კაცი იყო, არამარტო ფიზიკურად, თავისი პრინციპებითა და ზნეობით.ის მესმოდა,რომ სხვისი მეუღლე იყო...სიყვარულის მართვა, დამუხრუჭება უნდა შეგეძლოს, თუ გინდა, რომ ძლიერი იყო, თუ რაღაცას უფრო მეტს ისახავ ამოცანად. პრეტენზია მქონდა, რომ ყველაზე ლამაზი ქალი მყოლოდა, მეც გავგიჟდი მისი სილამაზით, როგორც ყველა, ვიცოდი, რომ არსებობს ის, რაც მინდა, მაგრამ ეს ჩემთვის მიუწვდომელია. ზნეობრივად არც კი უნდა შევეცადო, იმიტომ, რომ მას ჰყავს მეუღლე. ბევრი რომანი მქონდა და დადგა ცხოვრების ის ეტაპი, ერთ-ერთი ჩემი ხანგრძლივი რომანის მერე, რომ ეს ურთიერთობა უნდა გამყარდეს კანონიერად. ამ გოგონამ აზრი შეიცვალა. ასაკობრივი სხვაობა იყო დიდი, პატარა იყო, მაგრამ სიყვარულმა ხომ არ იცის ასაკი?  აღმოჩნდა, რომ ვიღაცას, მისი ოჯახის წევრს ეს არ უნდა. აი, ამ განცდებში ვარ და... ვარ სტუმრად ამ ჩემსა და ლიკას მეგობართან. ლიკაც იქ არის. ლიკასთვისაც ცნობილი იყოჩემი ამბავი, იმიტომ რომ ჩვენთვის ახლო ოჯახია, ისინიც განიცდიდნენ ჩემს მდგომარეობას. უცებლიკამ, არ იმსახურებს ამ განცდებსო, ისე თამამად თქვა, ცოტა არ იყოს, არ მომეწონა. მერე დავფიქრდი. ლიკა, როგორც მე ვიცნობ, არ მისცემდა თავს ამის უფლებას, რაშია საქმე... მერე მოვიკითხე, როგორ არის ლიკა-მეთქი, ქორწინებაშიკი არის, მაგრამ პრაქტიკულად ერთად აღარ ცხოვრობენო...  ვფიქრობ, მე რომ მგონია, მე ვარ ამბავში და უბედური, თურმე  რამხელა განცდები ჰქონია თვითონ და კიდევ ჩემზე განიცდის... ინტერესის მომენტიც ხომ დავიჭირე... თან, არ მინდა რაღაც ისე მოხდეს, მამაჩემსაც არ მინდა ვაკადრო, ჩემს ტრადიციებს. არაკაცობა ჯერ არავის ჩაუდენია ჩემს გვარში. ვიფიქრე, გავერკვევი სიტუაციაში, ვინ გაცალა გარკვევა, თვითონ დამირეკა და დამპატიჟა. იქ კიდევ უფრო გახსნილი იყო, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს ადამიანი ჩემ მიმართ გულგრილი არ არის. ლიკა, მე ვუთხარი, შენ როგორ წარმოგიდგენია ეგ ამბავი, მე კაცი ვარ და შენ ქორწინებაში ხარ-მეთქი. ეგ არ არის პრობლემაო. რას ჰქვია, არ არის პრობლემა, აქვე შეწყდება ჩვენი ურთიერთობა, თუ შენ ამას ისე უყურებ, რომ ეს არ არის პრობლემა-მეთქი. სკაიპით გაშორდა ქმარს, ოფიციალურად, ნოტარიულად.ამდენად,  მე არაფრის გადალახვა, ამ მხრივ, არ დამჭირვებია. ჩემ წინ იდგა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო, მე რაღა უნდა გამეკეთებინა.

–ლიკა ყველა ინტერვიუში თქვენზე საუბრობდა. თქვენც ისევე გიყვარდათ, როგორც მას უყვარდით?

– მე სასწორზე ვერ დავდებ, თუმცაღა მაიძულებს, ვაღიარო, ლიკას ვერავინ ვერაფერში ვერ ვჯობნიდით, ამაშიც კი. არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ვითომ თავში მაქვს ავარდნილი. მე ვარ ადამიანი, მოვევლინე ამ სამყაროს და ისეთივე შანსები მაქვს, როგორც ყველას, მითუმეტეს, როცა ხედავ შენდამი ინტერესს. მაგარი იდიოტი უნდა იყო, რომ ასეთი შანსი გაუშვა და არ დააფასო. შეიძლება ამას დიდი პრობლემა მოჰყვეს, მაგრამ ცხოვრება ისედაც სულ პრობლემაა. ხედავ, რომ ამ გოგოს უყვარხარ, მთელი საბჭოთა კავშირი უყურებს ეკრანით, მინიმუმ, 50 მილიონ ადამიანს უყვარს, თან ისე კი არა, ყველა რომ ნატრულობს.  

– 50 მილიონი კაცი რომ იყო შეყვარებული ლიკაზე და  შენატროდა, სწორედ ამიტომ გკითხავთ, რა ჰქონდა ლევან შანიძეს ისეთი, რომ ის აირჩია  თავის მეორენახევრად? ვინ არის ლევან შანიძე? ესეც ძალიან აინტერესებს საზოგადოებას.  

– იმიტომ რომ მან დაინახა, როგორ განვიცდიდი და როგორ დავუსვი წერტილი, თავად მოვკალი იმ დროს ჩემი სიყვარული. თუ შენ მე მიღიმი, თუ ჩემ გამო ამაზე მიდიხარ, ესე იგი გიყვარვარ. მე თუ დაუნახავი არ ვარ, ამას ხომ ადეკვატურად დაფასება უნდა. ლიკა ძალიან ემოციური იყო, მაგრამ ყველა შედეგთან მაინც გააზრებული ქმედებებით მივიდა და არა ემოციებით, ჩემს შემთხვევაშიც კი. სწორად გამიგეთ. სანამ ლიკას მეუღლე გავხდებოდი, არც პრესას ვაკლდი და არც ტელევიზიას. „CCN“-ზე ვმუშაობდი, ბოლოს და ბოლოს.

–როგორ ფიქრობთ, რა აკლდა მას, როგორც ქალს, და თქვენ თავად თუ ფიქრობთ ისევე, როგორც საზოგადოება, რომ ის მარტო იყო სიცოცხლის ბოლო წუთამდე, რომ მას არ პატრონობდა არავინ?

– ლიკა არ იყო უბედური, რატომღაც ყველას უბედურად უნდა მისი წარმოჩენა, ვერ იყო ისეთი ბედნიერიო... რომელი შკალით ზომავ?.. ლიკა ვერ იყო ზუსტად ისე ბედნიერი, როგორც ვერ არის საქართველოში ყველა ადამიანი ბედნიერი. მე ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. ყველაფერი რთულიამაშინ,თუ არ იცი, რას აკეთებ. ესეც რთული მომენტია ჩემთვის, თქვენთან რომ ვსაუბრობ. მირჩევნია,ახლა წამოწოლილი ვიყო. თქვენ წარმოიდგინეთ ამ გლოვის დროს, მაინც გამოვნახავდი ისეთ ფონს, მუსიკალურს, რომელიც ჩემს მდგომარეობასშეესაბამებოდა, რაღაცებზე ვიფიქრებდი, გავიხსენებდი... პირიქით, მინდა მეტი ვიფიქრო, მეტი მოვახერხო და გავაკეთო, ვიდრე გავაკეთე. ვინც ლიკას უყვარდა და რასაც ლიკა იმათთვის გასცემდა, თუნდაც მათ დავეხმარო და მოვეფერო, შეიძლება აქეთ ვიყო დასახმარებელი, მაგრამ მაინც... ვინ დაგიშალათ, თქვე კაი ხალხო,გახდეთ მარიტები და გედიები, მაგრამ ციციკორეებასაც თვითონ ირჩევს ადამიანი?! ყველას შეუძლია, თუ მოინდომებს, მიიღოს სიყვარული, მაგრამ სანამ მიიღებ, გაცემა უნდა შეგეძლოს და ლიკას სიყვარულის გაცემაში პრობლემა არ ჰქონდა. ამიტომ ლიკას უდიდესი სიყვარული ჰქონდა. უბედური იყოო. ვინ არ იყო ბედნიერი? რამდენიმე ენაზე ლაპარაკობდა, ფორტეპიანოზე უკრავდა არაჩვეულებრივად, გადაღებული იყო კინოში... არა, ყველას აქვს აქცენტი მარიტაზე, წადით და ნახეთ მისი ფილმები, მარტო 30 თუ 39 ფილმი დავთვალე მე. დაჯდება და ლაპარაკობს ვიღაც ლიკას უბედურებაზე და ქვა ქვაზე არ დაუდია. რა, მარიტა უბედურიაო, ხალხო, ის ფილმი იყო, დამონტაჟდა, გავიდა ეკრანზე,  მორჩა... უბრალოდ, ერიდებოდა ამაზე საუბარი. ეშინოდა, როგორც ყველა ადამიანს,როგორი იქნება ხვალინდელი დღე, იქ შვილზე ფიქრობდა, თუმცა ლევანიკოზე ყოველთვის ზრუნავდა მამამისი, რაც ჰქონდა, ყველაფერს გასცემდა, ახლა თვითონაც მუშაობს, ცოლ-შვილი ჰყავს. სანდრო თაქთაქიშვილი არის კარგი მამა, კარგი პიროვნება, კარგი მეცნიერი, ყველაფერში კარგია, უბრალოდ, არის სიყვარული, რომელზეც ვილაპარაკეთ, ცალმხრივი, ორმხრივი... სიყვარული ერთი მხრიდან  ყოველთვის უფრო მეტია.გულს ნუ მატკენ და ისე ნუ მომკლავ, თორემ შიმშილით მე არ მოვკვდები. ლიკას არასდროს არ აკლდა ამ დონეზე, ლიკას ჰყავდა ძალიან კარგი მეგობრები, შესაშურად ძლიერი და კარგი მეგობრები. აი, მეგობართან რომ მიხვალ სათხოვნელად რაღაცის, ის არ არის მეგობარი.  მეგობარმა არ უნდა გათხოვნინოს. მეგობარი თუ ხედავს და აქვს საშუალება, როგორ უნდა ჩაგაგდოს იმ დღეში, რომ მიხვიდე და სთხოვო.

–ერთმანეთთან ურთიერთობდით დაშორების შემდეგ?

– ერთხელ, მითხრა,– კაცო, ბოლოს და ბოლოს,ხარ ჩემი ქმარი თუ არა ხარ?.. კარგი რა, შემეშალაო... ჩვენ სულ გვქონდა ერთმანეთთან კონტაქტი. ბოლოს, გადაცემის მეორე დღეს, ორჯერ ვისაუბრეთ, ვუთხარი: როგორ მომეწონე, რა კარგად ხარ, რა კარგად პასუხობდი, გამიხარდა... ნურავინ ნუ შორდება ჩხუბით და სკანდალით. დავშორდით, დავშორდით, რა ვქნა?ეს ჩემი გულისტკენაა. ჩვენ ერთადაღარ ვიყავით, როგორც ცოლი და ქმარი. ოჯახიმარტო სარეცელია? არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დაესვას ამას წერტილი. ჩვენ შორის მოხდა ის, რომ ლიკამ თქვა: შენ, ალბათ, სხვა გიყვარსო... ჩემი გაყოფა არავისთან არ უნდოდა, ისე ძლიერ ვუყვარდი.

–ლიკა ეჭვიანობდა?             

– ჰქონდა ეჭვიანობები, მაგრამ მე ამის საბაბს არ ვაძლევდი. როცა განქორწინებაზეა ლაპარაკი, ამას ზუსტად ისეთივე მნიშვნელობას ვაძლევ, როგორც ქაღალდზე ქორწინებას. მე კარგად მესმოდა, რომ ლიკას კიდევ უფრო დასწყდებოდა გული, როცა მიხვდებოდა, რომ არასწორიგადაწყვეტილება მივიღეთ ორივემ იმ მომენტში. თავი კიტრები გვგონია ყველას,ჩემი ჩათვლით. დღეს ვფიქრობ, რომ აუცილებლად იქნებოდა კიდევ საშველი, რომელსაც იმ წამს ვერ მივაგენით. რას იზამ? დავუშვათ,გაუჩნდა მეგობარი, მე რაღა უნდა გამეკეთებინა, ჩავრეულიყავი და დამენგრია ურთიერთობა?..

–მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რაც დიდიხნის წინ დედამისის გარდაცვალების გამო შეექმნა. ამას თავად ამბობდა და ყველამ იცოდა. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლებოდა მისი მარტო ცხოვრება? 

– ლიკა მუდმივად ყველა მხრიდან იყო სიყვარულისა და ყურადღების ობიექტი, ცივ ნიავს არ ვაკარებდით. თუ მარტო უნდოდა ყოფნა, სამი ოთახი ჰქონდა, გავიდოდა, წამოწვებოდა, მაგრამ დიდხანს უჩემოდ ვერ ძლებდა,როცაერთად ვიყავით. გამოვიდოდა, მკითხავდა, რას აკეთებ, რას უყურებ?

– ხშირად ახსენებდა სამუშაოს, არ ჰქონდა სამუშაო და ამასაც განიცდიდა, რომ კინოში აღარ იღებდნენ. თქვენთან რას ამბობდა ამაზე?

– რაღაც კოპროდუქცია გაკეთდა 90-იან წლებში, არ მინდა დავასახელო მისი სახელი და გვარი, სულ კინოსტუდიასთან ტრიალებს, მსახიობებთან ან რეკლამებშია. იმ რეალობისთვის არაადეკვატურადდიდ ჰონორარზე დაიწყო ლაპარაკი. ლიკამ მკითხა, ასეთი შემოთავაზებაა და რავქნაო. რავიცი, მე ვუთხარი, მოვიდნენ, დავილაპარაკოთ, მოვუსმინოთ. მოვიდა, დაიწყო ლაპარაკი. ვფიქრობ, ტანად პატარა ვარ, ამას კი მოვერევი ახლა, მაგრამ არ იქნება ლამაზი, ეს რომ ვიკადრო. ინცესტზე იყო სცენარი.ლიკა დედა უნდა ყოფილიყო, იქ შვილსა და დედას შორის... ამაზე რომ დაიწყო ლაპარაკი, იქვე უნდა დამეკლა, მაგრამ ლიკას არ ვაკადრე. ახლა ის დროა, აქაურობა დატოვოთ-მეთქი.

– ლიკას ბოლო წლებში ახალგაზრდა რეჟისორი შოთიკო კალანდაძე  იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებში. როგორ ფიქრობთ, მარიტას როლის მერე შესაფერისი იყო მისთვის ასეთ ფილმებში გადაღება? უნდა შეეთავაზებინათ მისთვის?

– მე დიდი პრობლემა მქონდა ამ შოთიკოსთან, სანამ იქ ვიყავი.ვუთხარი: მოდი, ადამიანურად დავშორდეთ, აღარ დამენახო. გავაგებინე,რომ თქვენთვის ის პერიოდი დასრულებულია. თუ ლიკას მართავთ და რაღაცით ხიბლში შედის ლიკა, ეს იმიტომ, რომ მოენატრა კამერა-მეთქი. მსახიობმა უნდა ითამაშოს ყველაფერი, მაგრამ სად,ვიღაც შოთიკოსთან რომ იღებ და სად,მაგალითად, სტივენ სპილბერგთან. არ იყო ჩემთვის შოთიკო ის დონე, რომლისთვისაც მე მემეტებოდა ლიკა, იმისთვის რისთვისაც შოთას ის ემეტებოდა. ჩემამდე რა იყო, არვიცი, ჩემთან ერთად რა იყო, იმაზე პასუხს ვაგებ, ჩემს შემდეგ რა იქნება, ამაზეც მე თავს ვერ დავდებ. ლიკას არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, თუნდაც ამ ფილმებში, უბრალოდ,მიმაჩნია, რომ რანგი იყო სხვადასხვა. სადმე იყო ეს რეჟისორი ბოლოს, ვინმემ ახსენა? ჰოლივუდში დაუძახეს თუ ევროპა იკლავს თავს მასზე?  ლიკას ჰქონდა აღიარება.

– თქვენ წეღან თქვით, ეჭვიანობდაო. პირიქით არ ყოფილა?

–ლიკა რომ სასურველი ობიექტი იყო ბევრისთვის, ეს ვიცოდი ხომ? რატომ უნდა გავღიზიანებულიყავი, მე რომ ადამიანს ვირჩევ, ესე იგი ის ჩემი ერთგულია. ჩაუვლი და ეტყვი, გაიწი იქით, თუ ეშლება. თუ არ გაიგებენ და უნდა გასწიო. და მე არ შემხვედრია ისეთი, ვინც ვერ გაიგო. ბევრი არ იყო ასეთი. ყველამ იცოდა, რომ ლიკას ჰყავს პატრონი. იმდენად ერთგული იყო თავისი სიყვარულის და ისეთ გარემოს ქმნიდა, ვერავინ ვერაფერს იკადრებდა.

– გინდოდათ, შვილი გყოლოდათ?

– რას ვიზამთ. იცით, რამდენი ვიცი, ბევრი შვილი რომ ჰყავს, თან მატერიალურად უზრუნველყოფილნი და თავში ირტყამს ხელს. იმას კი არ ვამბობ, რომ არყოლა სჯობს, მაგრამ არის რაღაც-რაღაცები, რის გამოც ასე არ მოხდა, ასაკის გამოც, სხვა ფაქტორების გამოც. ახლა თავს კი არ ვადრი, მაგრამ,მაგალითად, ილია ჭავჭავაძესაც არ ჰყავდა შვილი, რა მოხდა მერე, არ დარჩა ილია ჭავჭავაძე ილია ჭავჭავაძედ? ლიკას ჰყავს შვილი, მას მოეფერე, მის პატარას მოეფერე,  მეგობრის შვილს მოეფერე... 

ეკა პატარაია