დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

(Exclusive) გიორგი მღებრიშვილი: დამნაშავეები, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, ხშირად მიმართავენ ინსინუაციებს, ცდილობენ, მოძალადიდან „მსხვერპლად“ იქცნენ

09:58 06-19-2017
491

 საქართველოს შსს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გაზეთ ,,პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ნარკოტიკების ჩადების თემას პასუხობს.

მისი თქმით, კონკრეტულმა ჯგუფებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და ,,ჩადების" თემით მანიპულირებენ.

,,არავისთვის იქნება, ალბათ, მოულოდნელი, თუ ვიტყვი, რომ არსებობენ  ჯგუფები, გარკვეული ძალები, რომელთაც აქვთ თავიანთი კონკრეტული მიზნები და მათი რეალიზებისთვის ხშირად იყენებენ ცალკეულ შემთხვევებს, რაზეც მიზანმიმართულ კამპანიას აგორებენ. სწორედ ასეთი შემთხვევის მონაწილეები გავხდით ბოლო მოვლენების დროს, რასაც თქვენს კითხვაში გულისხმობდით. ორი ადამიანის დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით გახდა ნარკოტიკების ლიბერალიზაციისა თუ დეკრიმინალიზაციის მომხრეთა აქტიურობის მიზეზი და ცალკეული პოლიტიკური ძალების, რომელთაც, ასევე, საკუთარი მიზნები და ამოცანები აქვთ. მე ახლა დეტალურად არ ვისაუბრებ ნარკოპოლიტიკაზე. პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოხატა მთავრობის პოზიცია და მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში, რაც რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას გამოხატავს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან მიმართებაში. თუკი შესაბამისი კანონმდებლობა იქნება, ბუნებრივია, შსს იმოქმედებს ისე, როგორც ეს კანონშია გაწერილი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

გიორგი მღებრიშვილის თქმით, დამნაშავეები, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, ხშირად მიმართავენ ინსინუაციებს, ცდილობენ, მოძალადიდან „მსხვერპლად“ იქცნენ

,,რაც შეეხება „ჩადებებს“, თქვენც ეს გამოთქმა ახსენეთ თქვენს კითხვაში, რასაც იგივე აქციის მონაწილეებიც იყენებდნენ. კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, იცით, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და გამოძიების დასრულებამდე კომენტარისგან თავს შევიკავებ.  მაგრამ ერთი რამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახე: ამ აქციების დროს და შემდეგაც ისევ გამოჩნდნენ ის ადამიანები ან მათი ახლობლები და ოჯახის წევრები, რომელთაც აქამდეც არაერთი მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. დანაშაულთან მათი კავშირის შესახებ საზოგადოებამ ისედაც ყველაფერი იცის და რა ხდება? ეს ადამიანებიც აპელირებენ იმით, რომ მათ „ჩაუდეს“. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება. საერთოდ, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებითაც შემიძლია გითხრათ, რომ დამნაშავეები, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, ხშირად მიმართავენ ინსინუაციებს, ცდილობენ, მოძალადიდან „მსხვერპლად“ იქცნენ. საბოლოო ჯამში, ეს საფრთხეს უქმნის თავად საზოგადოების უსაფრთხოებას და მიმაჩნია, რომ ამაზე ყველანი უნდა დავფიქრდეთ", - განუცხადა ,,პრაიმტაიმს" გიორგი მღებრიშვილმა. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი