გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ქართული Theneo ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპ კონკურსის, PITCH-ის გამარჯვებულია. Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძეა.
კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქში, ლისაბონში, ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია — Web Summit-ის ფარგლებში ჩატარდა.
Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური სტარტაპია, რომელიც მაღალხარისხიან ინტერაქციულ API დოკუმენტაციას ქმნის.
რაც შეეხება ლისაბონში მიმდინარე ტექნოლოგიურ კონფერენციას — მას ესწრება 70 000 ადამიანი მთელი მსოფლიოდან, ასევე, ასეულობით სტარტაპი და ტექნოლოგიური კომპანია.
Theneo-ს კონფერენციაზე საკუთარი სტენდიც ჰქონდა წარმოდგენილი და მისი პროდუქტით ბევრი კომპანია და რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა.