ვანგას საშინელი წინასწარმეტყველება, 2022 წლისთვის – ნახეთ, რა ელის მსოფლიოს

vanga

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში ბუნებრივ კატასტროფებს, წყლის დეფიციტსა და უცხოპლანეტელების შემოსევსაც უნდა ველოდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

ვანგას 5 წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის:

ვანგას თქმით, მომავალ წელს მსოფლიო კიდევ ერთი, ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც გავრცელებას ციმბირიდან დაიწყებს. როგორც ის აღნიშნავს, ვირუსი კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოიშობა.

ასევე, ის ამბობს, რომ 2022 წელს ქვეყანათა უმრავლესობაში წყლის დეფიციტი შეიქმნება.

ვანგა მომავალ წელს უცხოპლანეტელების შემოსევას წინასწარმეტყველებს, რომლებიც დედამიწაშე თავდაპირველად ასტეროიდს გამოგზავნიან.

მისი თქმით, ინდოეთში შიმშილის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება და ტემპერატურა 50 გრადუსს მიაღწევს.

მიწისძვრები და ცუნამები მოსალოდნელია ავსტრალიასა და აზიაში.

რაც შეეხება ვანგას წინასწარმეტყველებებს შორეული მომავლისთვის,ისინი ასე გამოიყურება:

2023 წელს დედამიწის ორბიტა რადიკალურად შეიცვლება

2028 წელს ასტრონავტები ვენერაზე იმოგზაურობენ

2043 წელს ევროპას მთლიანად მუსლიმები გააკონტროლებენ.

2046 ორგანოების გადანერგვის ახალი ტექნოლოგია შეიქმნება და ადამიანები უფრო დიდხანს იცოცხლებენ.

5079 წელს მსოფლიოს აღსასრული დადგება.