პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალი კვლევის მიხედვით, ცხვირის ქექვა შესაძლოა, ალცჰაიმერისა და, ზოგადად, დემენციის ჩამოყალიბების რისკს ზრდიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
თაგვებზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე, მეცნიერები ამბობენ, რომ ბაქტერიას ცხვირში არსებული ყნოსვითი ნერვის გავლით ტვინში მოხვედრა შეუძლია, სადაც ის ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორის ფორმირებას უწყობს ხელს. კერძოდ, სპეციალისტთა გუნდმა აღმოაჩინა, რომ Chlamydia pneumoniae-ს სახეობის მიკრობები ცხვირის ღრუდან ტვინამდე მიმავალ ნერვს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოსახვედრად იყენებენ. ამის შემდეგ იქ ბეტა ამილოიდები ილექება, რაც ზემოხსენებული დაავადების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
„პირველები ვართ, რომლებმაც ვაჩვენეთ, რომ Chlamydia pneumoniae-ს ცხვირიდან პირდაპირ ტვინში მოხვედრა შეუძლია, სადაც ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელ პათოლოგიებს აყალიბებს. ეს თაგვების მოდელში შევნიშნეთ და მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მსგავსი რამ ადამიანებისთვისაც პოტენციურად საშიშია", - აცხადებენ ახალი ნაშრომის ავტორები.
ისინი ამბობენ, რომ ცხვირის ქექვისგან და ნესტოების შიდა საფარვლის დაზიანებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ამ გზით იქ ბაქტერიები ვრცელდება. მეცნიერები გეგმავენ გაარკვიონ, რამდენად შეიძლება ადამიანის ყნოსვითი ნერვი მიკრობებმა ისევე გამოიყენონ, როგორც თაგვების შემთხვევაში.