შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი

logini

არსებობს ასეთი გამოთქმა: „უკეთესია იწვე მიცვალებულის საფლავზე, ვიდრე მის საწოლზე!“ შესაძლოა ამაში არის კიდეც სიმართლის ნაწილი.

ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ადამიანი ყოველთვის უნდა მოერიდოს ნეგატიურ გარემოში ყოფნას. უნდა იზრუნონ აურის გაწმენდასა და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაზე.

როგორც ამ სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, თუ ადამიანი დიდი ხანი ავადმყოფობდა, მუდმივად იწვა, განიცდიდა საშინელ ტკივილებს და საბოლოოდ ამ საწოლზევე გარდაიცვალა, მაშინ რა თქმა უნდა ასეთ მემკვიდრეობას ჯობია დაემშვიდობოთ.

ადამიანები, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ ექსტრასენსორიკასთან, ამტკიცებენ, რომ მიცვალებულის საწოლი უმჯობესია შეიცვალოს. თუ ახლის ყიდვის საშუალება არ არის, მაშინ უკეთესია საწოლზე ჩატარდეს ადამიანის სიკვილისგან გაწმენდვის რიტუალი.

ამისათვის ეკლესიის ანთებული სანთლით საწოლს უნდა შემოუაროთ ყველა მხრიდან, გადაატაროთ მასზე და მის ქვემოთ, მიაპკუროთ ნაკურთხი წყალი და მოაყაროთ მარილი.

და თუ გარდაცვლილ ადამიანს რამე ორიგინაური, უჩვეულო შესაძლებობები ჰქონდა, მაშინ ამ ძლიერი ენერგეტიკის კვალის გასაქრობად უმჯობესია სახლში მოიწვიოთ მღვდელი. ეკლესია, როგორც წესი თავის მრევლს გვერდით უდგას და ეხმარება მათ გადალახონ გაურკვევლობის მიმართ შიში.

თუ ამავე აზრებით მივმართავთ ვინმე უფრო მიწიერს, მეცნიერს ან ექიმს, სკეპტიკოსებს, ვერაფერ ცუდს ვერ დაინახავენ იმაში, რომ დაიტოვოთ გარდაცვლილის საწოლი სახლში. მათი ერთადერთი რჩევა იქნება ავეჯის დეზიფენქცია ან გაახლება. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ვარიანტებს, როდესაც ადამიანი კვდება ინფექციური ან ვირუსული დაავადებებისგან.

ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური მხარე. ადამიანს, რომელმაც ახლობელი დაკარგა, მაშინვე არ გამოუვა განთავისუფლდეს დარდისგან და ნაღველისგან. ამ ადამიანთან დაკავშირებული ნივთი ხშირად გაახსენებს გარდაცვლილს და თავში უამრავ სამწუხარო აზრები მოუყვანს.

თუმცა, არსებობს ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლებსაც პირიქით, სამახსოვრო ნივთები აძლევენ მხოლოდ დადებით ემოციებს და მოგონებებს. თავიანთი ახლობლის საწოლზე დაძინებისას, მათ შეუძლიათ ხშირად ნახონ სიზმარში ისინი და გაიხარონ ამგვარი სულიერი ურთიერთობით.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, არჩევანი თქვენზეა. თუ თქვენ შეგიძლიათ შიშის გრძნობა დაიმორჩილოთ და უარი თქვათ ცრურწმენებზე, მოაწესრიგეთ გარდაცვლილის საწოლი და იძინეთ მასზე ბედნიერად!