„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
ისრაელის არმია ადასტურებს, რომ ლიბანის ბექაას ხეობაში საჰაერო დარტყმების შედეგად „ჰეზბოლას“ საწვრთნელი ბანაკი დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხეობაში დაჯგუფების წევრები იყვნენ შეკრებილები და იქვე მდებარეობდა რაკეტების წარმოების ობიექტები.
ისრაელის მხარის განცხადებით, „ჰეზბოლა“ საწვრთნელ ბანაკს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების დასაგეგმად იყენებდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ასევე დაბომბეს „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი ჩრდილოეთ ლიბანში.
„„ჰეზბოლას“ ტერორისტების მიერ იარაღის შენახვა, ტერორისტული ინფრასტრუქტურის არსებობა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო წვრთნების ჩატარება ისრაელსა და ლიბანს შორის არსებული შეთანხმების აშკარა დარღვევაა და საფრთხეს წარმოადგენს ისრაელის სახელმწიფოსთვის“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.