რატი იონათამიშვილი მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებაზე: ეს ჯილდო არის ძალიან დიდი ფარისევლობა, ვინაიდან ადამიანის უფლებების დაცვის სახელით სინამდვილეში ხდება ძალადობის და ექსტრემიზმის წახალისება

რატი იონათამიშვილი

ეს ჯილდო არის ძალიან დიდი ფარისევლობა, ვინაიდან ადამიანის უფლებების დაცვის სახელით სინამდვილეში ხდება ძალადობის, ექსტრემიზმის წახალისება და მხარდაჭერა ევრო ბიუროკრატების მხრიდან, ვისი დაფუძნებულიც არის ეს პრიზი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა, მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მისი სახელი შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისთვის, რადგან ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი იყო სეპარატული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი საბჭოთა კავშირის დროს.

მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემას მმართველი გუნდი რადიკალიზმის და კრიმინალის წახალისებად აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი იმის კიდევ ერთი დასტურია, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ევრო ბიუროკრატია.