როგორ მოქმედებს სიყვარული ტვინზე - რას ამბობს მეცნიერება

სიყვარული და ტვინი

სიყვარულს ხშირად გულთან აკავშირებენ, მაგრამ რას იტყვით ტვინზე? ამ სტატიაში სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ მოქმედებს სიყვარული ტვინზე.

როგორც ჩანს, სიყვარული ტვინის რეგიონებში მნიშვნელოვანი ქიმიკატების გამოყოფასთან არის დაკავშირებული. ეს Live Science-ს დოქტორმა გიულ დოლენმა განუცხადა. დოლენი ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნეირომეცნერების ასოცირებული პროფესორია.

ტვინის ერთ-ერთი ასეთი რეგიონია ჰიპოთალამუსი. ეს ნუშის ზომის, მრავალფუნქციური რეგიონი ტვინში ათავისუფლებს ჰორმონ ოქსიტოცინს, ან რასაც დოლენი უწოდებს "სიყვარულის ქიმიკატს". ოქსიტოცინი არის სპეციფიკური ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს კავშირებს. ის გამოიყოფა მშობიარობის, ძუძუთი კვების, ორგაზმისა და ჩახუტების დროს ჰიპოთალამუსის უჯრედების მიერ ჰიპოფიზის ჯირკვალში.

სიყვარულის ტიპები


„პირველი, რაც უნდა განვმარტოთ, ისაა თუ რას ვგულისხმობთ სიყვარულში", — ამბობს დოლენი. "ინგლისურში ამის აღსანიშნავად ერთი სიტყვა გვაქვს. ბერძნებს სიყვარულის აღსანიშნავად ექვსი სიტყვა ჰქონდათ. ეს მოიცავდა სექსუალური ვნების, მეგობრობისა და ზოგადად კაცობრიობის სიყვარულს“.

მსგავსად, სიყვარული ერთნაირად არ აისახება ტვინში და სიყვარულის სხვადასხვა ტიპები, როგორიცაა რომანტიკული სიყვარული, მშობლებთან კავშირი ან მეგობრული ურთიერთობა, განსხვავებულ მხარეებს მოიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გრძნობები გარკვეულწილად მსგავს ქიმიურ ნივთიერებთანაა დაკავშირებული, ყველა არ მომდინარეობს ერთი და იგივე ნეირონებიდან ან ტვინის ნერვული უჯრედებიდან.

დოლენმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ რომანტიკული სიყვარული მომდინარეობს მაგნოუჯრედული ან უფრო დიდი ნეირონებიდან ჰიპოთალამუსში, ხოლო სიყვარულის სხვა ფორმები მოდის პარვოცელულარული ან უფრო მცირე ნეირონებიდან. მათმა კვლევამ გამოავლინა კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ რომანტიკული სიყვარული აჭარბებს სხვა გრძნობებს.

„მხოლოდ ზომას არ აქვს მნიშვნელობა", - თქვა დოლენმა. სიყვარული გამოყოფს ოქსიტოცინის 60000-დან 85000-მდე მოლეკულას მაგნოუჯრედულ ნეირონებში. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა ნეირონებში, რომლებიც ათავისუფლებენ 7000-დან 10000-მდე მოლეკულას.

გამოყოფის შემდეგ, რომანტიკული სიყვარულისა და სხვა სიყვარულის ოქსიტოცინის მოლეკულები განსხვავებულად მოქმედებენ.

როდესაც ოქსიტოცინი ტოვებს მაგნოუჯრედულ ნეირონებს (სასიყვარულო ოქსიტოცინის უჯრედებს), ის ხვდება სისხლძარღვში და მოცირკულირე ცერებროსპინალურ სითხეში. აქ ის ხვდება უჯრედებს, რომლებსაც აქვთ ოქსიტოცინის რეცეპტორები. რეცეპტორების პასუხი განსხვავდება ორგანოების მიხედვით და მოიცავს სტრესის რეაქციის ჩახშობას - შესაბამისად, სიყვარულის გრძნობებს, მათ შორის მიჯაჭვულობასა და ეიფორიას.

„დიდი სიყვარული ტვინს ცვლის. ამიტომაც ყველაფერი ლამაზია და ცუდი დეტალები უბრალოდ აღარ ჩანს", - თქვა დოლენმა.

კვლევები თაგვებზე


კვლევის ერთ-ერთი შეზღუდვა ის არის, რომ კვლევის მონაწილეთა უმეტესობა მღრღნელები იყვნენ და არა ადამიანები. მკვლევრები აკვირდებოდნენ ისეთ ქცევებს, როგორიცაა მოვლა ან შეწყვილება.

ტვინის სკანირება, როგორიცაა ფუნქციური MRI, აკვირდება იმას თუ რამდენი სისხლი მიედინება ტვინის კონკრეტულ რეგიონებში. თუმცა, ეს ვერ განასხვავებს სიყვარულთან დაკავშირებულ სპეციფიკურ ნეირონებს ჰიპოთალამუსის სიღრმეში სხვა ნეირონებისგან.

გენეტიკურად მოდიფიცირებული თაგვების გამოყენებით, რომლებშიც კონკრეტული ნეირონები ანათებენ გააქტიურებისას, მკვლევრებს შეუძლიათ შეისწავლონ როგორ მოქმედებს სიყვარული ტვინზე.

„ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ ფლუორესცენცია ისე, რომ ნეირონები, რომლებიც სიყვარულთანაა დაკავშირებული პირდაპირ ანათებდნენ", - ამბობს დოლენი.

სანდრა ლაგერსაგმა მისურის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შეისწავლა როგორ ცვლის სიყვარული ტვინს რეალურ დროში.

მან და სხვა ნეირომეცნიერებმა მოახდინეს ტვინის სკანირება და დაადგინეს, რომ ტვინი უფრო მეტ ჟანგბადს იღებს, როდესაც ინდივიდები ხედავენ თავიანთი საყვარელი ადამიანების ფოტოებს, განუცხადა ლანგესლაგმა Live Science-ს.

ლანგესლაგმა ასევე გამოიყენა ელექტროენცეფალოგრამა (EEG) ტვინის აქტივობის გასაზომად, მაშინ როდესაც სუბიექტებს აჩვენებდნენ საყვარელი ადამიანების ფოტოებს.

ტესტებმა აჩვენა, რომ ადამიანების ტვინები "ბრწყინდება" საყვარელი პარტნიორის სურათების დანახვისას.

 

ასევე ნახეთ:

VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზე

კახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი