რამდენად აისახება საკვების მიღების დრო ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კვება

ყველამ ვიცით, რომ ღამის ცვლაში მუშაობა დამღლელი ამოცანაა, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. ეს ზრდის წონის მომატების რისკს, რადგან ადამიანი ამ დროს ნაკლებ ენერგიას ხარჯავს - რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მზის ნაკლებობამ გამოიწვიოს ინდივიდში დეპრესია.

Brigham and Women's Hospital-ის მკვლევრები გვთავაზობენ ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაეხმარება ღამის ცვლაში მყოფ მუშაკებს დააბალანსონ განწყობა და ემოციური კეთილდღეობა ამ ხანგრძლივი ღამის საათების მუშაობის დროს და ეს დღისით ჭამაა.

კვლევა გამოქვეყნებულია Proceedings of the National Academy of Sciences-ში.

„ჩვენი დასკვნები გვაძლევს მტკიცებულებას საკვების მიღების დროზე, რაც აუცილებელია ინდივიდის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ეს განსაკუთრებით მათთვისაა, რომლებიც მუშაობენ ცვლაში და განიცდიან ცირკადული რიტმის დარღვევას", - თქვა კვლევის ავტორმა ფრენკ ა.ჯ.ლ შეერმა.

კვლევის ავტორების თქმით, საჭიროა შემდეგი კვლევები ცვლის მუშაკებზე რათა მტკიცედ დადგინდეს რამდენად ცვლის განწყობას კვების დარეგულირება. მანამდე კი, მათი კვლევა მიუთითებს, რომ საკვების მიღების დრო პირდაპირ დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.

საკვები წამალია


19 მონაწილე, 12 კაცი და 7 ქალი, მონაწილეობდა კვლევაში. ორი კვირის განმავლობაში პირველი ჯგუფი ჭამდა დღის და ღამის საათებში, ხოლო მეორე ჯგუფი მხოლოდ დღის საათებში.

მკვლევრებმა გამოავლინეს, რომ ჭამის დრომ ნამდვილად იმოქმედა მონაწილეთა განწყობის დონეზე. მე-4 დღეს, დღის და ღამის კვების საკონტროლო ჯგუფს ჰქონდა მომატებული დეპრესიის ნიშნები. თუმცა, განწყობის ცვლილებები და დეპრესიის ნიშნები არ დაფიქსირებულა დღის კვების ჯგუფში. მკვლევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ცირკადული ცდომილების უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდათ, უფრო მიდრეკილნი იყვნენ დეპრესიისა და შფოთვის მსგავსი განწყობის ცვალებადობისკენ.

მთლიანობაში, ჯგუფმა დაადგინა, რომ დეპრესიის მსგავსი განწყობის დონე გაიზარდა 26 პროცენტით და შფოთვის მსგავსი განწყობის დონე 16 პროცენტით.

„ცვლის მუშაკებს — ისევე როგორც პირებს, რომლებსაც აქვთ ცირკადული შეფერხება, სჭირდებათ კვების დარეგულირება. ჩვენი აღმოჩენები ხსნის კარს ახალი ძილის/ცირკადული ქცევითი სტრატეგიისთვის, რომელიც ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე პირებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ძილისა და ცირკადული ციკლების ოპტიმიზაცია პირდაპირ დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. კვების დრო უშუალოდ დაკავშირებულია ამ ყველაფერთან", — ამბობენ მკვლევრები.

თუმცა, საკვების მიღების დროის მიზეზობრივი როლი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ჯერ კიდევ შესამოწმებელია. საჭიროა შემდგომი კვლევები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა საკვების დროის ცვლილებას დაეხმაროს იმ პირებს ვისაც დეპრესია უკვე აწუხებს.

ასევე ნახეთ:


VIDEO: თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „კინტაური“ ნახვების რეკორდს ხნის

„ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა...“ - ნინო კვარაცხელია ემზარ ჯღარკავას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს