1759904048
დღეს საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავს

დღეს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე კომიტეტი ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავს. როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, ბიუჯეტში აქცენტი გაკეთებულია იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
ნომინალური 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდი ლარია, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.
პრიორიტეტად რჩება ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურა. ასევე იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში კი ხელფასები.