რა რიტუალები უნდა ჩაატაროთ 13 ივლისს, სუპერმთვარეობის დროს, რომ სანუკვარი სურვილები აიხდინოთ

mTvare

13 ივლისს, ბუნებაში მიმდინარე პროცესები თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ამ დღეს სავსემთვარეობაა და დედამიწიდან ჩვეულებრივზე დიდად გამოჩნდება.

მთვარე დედამიწის მცხოვრებლებზე მუდმივად მოქმედებს. მისი ფაზებიდან გამომდინარე, მცენარეების სასიცოცხლო ციკლი, ცხოველების ქცევა და ადამიანების კეთილდღეობა იცვლება. ზოგიერთ ადამიანზე კი ეს მოვლენები განსაკუთრებით მოქმედებს.

იმისათვის, რომ თავი უარყოფითი ენერგიისგან დაიცვათ, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: რისი გაკეთება გსურთ ამ პერიოდში? მიზნის არჩევის შემდეგ კი შესრულების გეგმაზე იფიქრეთ. დარწმუნდით, რომ თქვენი სურვილი სხვა ადამიანებს არ ეხება და არავის ავნებს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეგატივი სამჯერ უფრო დიდი ძალით უკან დაგიბრუნდებათ.

შეგიძლიათ ჩაატაროთ რამდენიმე რიტუალი: როდესაც მთვარე ამოსვლის მაქსიმალურ წერტილს მიაღწევს, თვალები დახუჭეთ და გონებაში სამყაროს მოსმენისა და დაცვისკენ მოუწოდეთ. ჩაიფიქრეთ სურვილი და მთვარეს ასრულება სთხოვეთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ, ფურცელზე დაწეროთ თქვენი სანუკვარი ოცნებები, დადოთ ფანჯრის რაფაზე ისე, რომ მთვარის შუქი მოხვდეს. იგი მნიშვნელოვან ენერგიას მიიღებს და სურვილების შესრულებას დააჩქარებს.