VIDEO: რა ხდება ამ წუთებში ავტობანზე, თბილისისკენ მომავალ გზაზე
1745241462
ქალებს შესაძლოა მამაკაცებზე უკეთ ესმოდეთ - ამის შესახებ მიუთითებს ახალი გლობალური კვლევა, რომელიც მეცნიერებმა სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ თემებში ჩაატარეს. როგორც Fox News იუწყება, ფრანგმა მკვლევრებმა 13 სხვადასხვა ქვეყნის 448 მონაწილეზე ჩაატარეს სმენის ტესტი და აღმოაჩინეს, რომ სქესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სმენის მგრძნობელობის თვალსაზრისით.
კვლევა, რომელიც ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ქალებს, საშუალოდ, უკეთესად აქვთ განვითარებული სმენის სისტემა. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ სმენის ხარისხზე გავლენას ახდენს საცხოვრებელი გარემო, ასაკი და ყურის სიმეტრია, თუმცა ყველაზე სტაბილური განსხვავება სწორედ სქესში გამოიკვეთა.
მკვლევრების, თქმით ეს განსხვავებები შესაძლოა ევოლუციური და ბიოლოგიური ფაქტორებით აიხსნას, თუმცა დასკვნების გამყარებას შემდგომი კვლევები მოითხოვს.