1740372372
ნიუ-იორკში მარტოხელა მოხუცებზე რობოტები იზრუნებენ

ნიუ-იორკში მარტოხელა მოხუცების მოვლასა და გართობაზე 800-ზე მეტი რობოტი იზრუნებს.
Smithsonian Magazine-ის ინფორმაციით, რობოტები შექმნილია 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მარტო ცხოვრობენ. Siri-სა და Alexa-ს მსგავსად, ElliQ-ს შეუძლია უპასუხოს კითხვებს, ესაუბროს ადამიანს, შეგვახსენოს კონკრეტული ინფორმაცია და სხვა.
"ElliQ-ს ძალიან ბევრი კარგი მახასიათებელი აქვს. მას შეუძლია დაიმახსოვროს ინდივიდთან ინტერაქცია, ფოკუსირებულია მეპატრონის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, სტრესის შემცირებაზე. მეტიც, სხვა საყოფაცხოვრებო საქმეებისთვისაც გამოსადეგია. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც მნიშვნელოვანია ინდივიდებისთვის: მოგონებები, მეგობრობა და სითბო", — თქვა გრეგ ოლსენმა, ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლების წარმომადგენელმა
წყარო: on.ge