გამნაღმველ ძაღლს რობოტი კონკურენტი გამოუჩნდა

რობოტი

უკრაინელ გამნაღმველ ძაღლს რობოტი კონკურენტი გამოუჩნდა.

ამერიკის შეერთებული შტატები თავის ორი რობოტი ძაღლიდან ერთ-ერთს უკრაინას გადასცემს.

რობოტი, ომში მყოფ ქვეყანას, ნაღმების აღმოჩენაში და ტერიტორიის მათგან გაწმენდაში დაეხმარება. 

გამნაღმველი კომპანიის  Halo Trust-ის აღმასრულებელი დირექტორის, კრის უოლტიმის თქმით, რობოტ ძაღლს ნაღმებისგან გასასუფთავებლად კიევთან ახლოს გამოიყენებენ.