„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
1752499975
მეცნიერებმა შავი ხვრელების უმსხვილესი შერწყმა დააფიქსირეს . ორი ობიექტი ერთ შავ ხვრელად გარდაიქმნა, რომლის მასაც ახლა ჩვენი მზის მასას 225-ჯერ აღემატება.
ფენომენი სახელწოდება GW231123 2023 წლის 3 ნოემბერს დაფიქსირდა, თუმცა მონაცემების დეტალური ანალიზი მხოლოდ ახლა დასრულდა.
მეცნიერების თქმით, ასეთი მასიური შავი ხვრელები ვარსკვლავების ჩვეულებრივი ევოლუციის შედეგად ვერ წარმოიქმნება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ობიექტები შესაძლოა უფრო მცირე შავი ხვრელების ადრეული შერწყმის შედეგი ყოფილიყო. გარდა ამისა, ორივე შავი ხვრელი უკიდურესად სწრაფად ბრუნავდა - დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე თითქმის 400 000-ჯერ სწრაფად.
აქამდე დადასტურებულად ყველაზე მასიურ ორმაგ შავ ხვრელად GW190521 ითვლებოდა, რომლის ჯამური მასაც მზის მასას 140-ჯერ აღემატებოდა.