ვაგზლის მოედანზე სახლი ჩამოინგრა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1752507527
დედოფლისწყაროში მამაკაცს სამმა პირმა სასტიკად სცემა. თვითმხილველების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სამ ახალგაზრდას მამაკაცმა სიტყვიერი შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მას სასტიკად გაუსწორდნენ.
თავდამსხმელებს შორის ერთმა, რომელიც სპორტსმენია, დაშავებულს ცემის დროს ძლიერად ჰკრა ხელი. დაცემის შედეგად, კაცმა თავის ტრავმა მიიღო.
ნაცემი პირი თავდაპირველად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შემდეგ კი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
მძიმე ტრავმების გამო, თელავიდან მამაკაცი კატასტროფის ბრიგადის მეშვეობით, თბილისში გააგზავნეს.
ექიმების განმარტებით, დაშავებული კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, წაქცევის შედეგად, მას მიღებული აქვს თავის ტრავმა, აღენიშნება თხემის ძვლის მოტეხილობა და რთული სისხლჩაქცევები. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, პოლიციამ ერთი ახალგაზრდა დააკავა.სამართალდამცველებმა ამოიღეს ვიდეო-კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს ცემაში მონაწილე კიდევ ორი პირის დადგენა.