გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ჩინელმა მეცნიერებმა სამყაროში უძლიერესი მაგნიტური ველი რენტგენის სატელიტის გამოყენებით აღმოაჩინეს.
ცნობილია, რომ ნეიტრონული ვარსკვლავები წარმოქმნიან სამყაროში ყველაზე ძლიერ მაგნიტურ ველებს. ამ მაგნიტური ველების, ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირთან ახლოს გაზომვა შეიძლება ზუსტად და პირდაპირ მხოლოდ ციკლონ-რეზონანსული გაფანტვის მახასიათებლების (CRSF) გამოყენებით. აღმოჩენა Insight-HXMT-ის ჯგუფმა გააკეთა. დასკვნები Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
ეს არ არის Insight-HXMT-ის პირველი რეკორდი.
ნეიტრონული ვარსკვლავის რენტგენის ორობითი სისტემა მოიცავს ნეიტრონულ ვარსკვლავს და მის კომპანიონ ვარსკვლავს. კომპანიონი ვარსკვლავის გაზი ეცემა ნეიტრონული ვარსკვლავისკენ და ქმნის აკრეციულ დისკს. შედეგად აკრეციული დისკის პლაზმა ეცემა მაგნიტური ველების გასწვრივ ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე. ამით ძლიერი რენტგენის გამოსხივების გამოყოფა ხდება. ასეთი ემისიები იწვევს პერიოდულ რენტგენის იმპულსურ სიგნალებს, რის შედეგადაც არის სახელწოდება "რენტგენის აკრეციის პულსარი".
ეს არის პირველი მყარი მტკიცებულება, რომ ნეიტრონული ვარსკვლავის მაგნიტური ველის სტრუქტურა უფრო რთული და არასიმეტრიულია, ვიდრე ნეიტრონული ვარსკვლავის მაგნიტური ველის ტრადიციული სიმეტრიული კომპონენტი.
წყარო: on.ge