ექიმმა გამოავლინა ალცჰაიმერის ნაკლებად ცნობილი სიმპტომი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ
1734264807
მეცნიერებმა პოლარულ დათვებს 15-საათიანი ვიდეო გადაუღეს და გაოგნებულები დარჩნენ ამ ცხოველების ჭკვიანი ბუნებით.
საქმე იმაშია, რომ ეს სახეობა ძლიერ დაზარალდა კლიმატის ცვლილების შედეგებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ზღვის ყინულის დიდი რაოდენობა დნება გლობალური დათბობის გამო, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის პოლარული დათვებს.
იმის გამო, რომ ცხოველების ძირითადი საკვები წყარო სელაპებია, ზღვის ყინულის ნაკლებობა ნამდვილად ართულებს მათთვის საჭმლის მოპოვებას და გადარჩენას.
პოლარული დათვები იძულებულნი არიან მეტი დრო გაატარონ ხმელეთზე ზღვის ყინულის დნობის შედეგად, მაგრამ კალორიული საკვების მიღება ძნელია ცხოველებისთვის - აქედან გამომდინარე, მათი მკვეთრი წონის დაკარგვა აღენიშნებათ.
ასე რომ, იმის გასაგებად, თუ როგორ უმკლავდებოდნენ პოლარული დათვები ამ სიკვდილ-სიცოცხლის დილემას, მეცნიერებმა კამერები მიამაგრეს 20 მათგანს, რომლებიც ჰადსონის ყურის გარშემო დახეტიალობდნენ.
ვიდეოკამერებში ნაჩვენებია თუ როგორ ჭამენ, სძინავთ, ნადირობენ და მხიარულობდნენ დათვები.
ალბერტას უნივერსიტეტის პოლარული ექსპერტის თქმით, დათვები უფრო მეტხანს ცურავდნენ საკვების საძიებლად, რაც „მოულოდნელია წელიწადის ამ დროისთვის".
დეროჩერმა ასევე განმარტა: „ეს შესაძლოა სასოწარკვეთილებაა. მშიერი და გამხდარი დათვები უფრო მეტ რისკს იღებენ, ვიდრე მსუქანი დათვები“.