რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
,,23 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქ. N14ა-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 ივნისს 23:00 საათიდან 24 ივნისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება
სამგორის რაიონში:
ვარკეთილის III მასივს (თავისი კვარტლებით), კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ.გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის, ბერიშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N 7, 10 და N 44-76(ლუწებს),17 შინდისელი გმირის, ნოე რამიშვილს ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე ნახეთ:
👉 როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსის განახლებული პროგნოზი