სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტასა და თელავში პრობლემები შექმნა
1753992233
ჩვენ ვიცით, რომ ვარჯიშს ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს, მაგრამ აქვს თუ არა მნიშვნელობა, რამდენად ხშირად ვვარჯიშობთ? ახალი კვლევის თანახმად, მხოლოდ შაბათ-კვირას ვარჯიშიც კი ნაადრევი სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდეს.
მკვლევრები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეეძლოთ ადამიანებს ფიზიკური აქტივობის ჩართვა დატვირთულ გრაფიკში და გადაწყვიტეს, ყურადღება დიაბეტით დაავადებულებზე გაემახვილებინათ. მათთვის ვარჯიშთან დაკავშირებული სარგებელი, როგორიცაა ინსულინრეზისტენტობის შემცირება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"ადამიანებს უჭირთ კვირის განმავლობაში რეგულარული ფიზიკური აქტივობით დაკავება და ამის მიზეზი ხშირად შეზღუდული დროა", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
ამის დასაძლევად, ზოგიერთი ადამიანი ფიზიკურ აქტივობას მხოლოდ ერთ-ორ დღეს უთმობს.
მკვლევრებმა დიაბეტით დაავადებული 51 650 ზრდასრული ადამიანის მონაცემები შეაჯამეს. მათ ისინი შემდეგნაირად დაყვეს:
პირველი ჯგუფი — ისინი ვინც საერთოდ არ ვარჯიშობდა.
მეორე ჯგუფი — ისინი ვინც კვირაში რეკომენდებულ 150 წუთზე ნაკლებს ვარჯიშობდნენ.
მესამე ჯგუფი — ისინი ვინც, 150 წუთიან ვარჯიშს სამი სესიით ასრულებდნენ.
მეოთხე ჯგუფი — ისინი ვინც 150 წუთიან ვარჯიშს ერთ ან ორ სესიაში ასრულებდნენ.
ფიზიკური დატვირთვის ნებისმიერი დონე სასარგებლო აღმოჩნდა. მეორე მხრივ, მესამე ჯგუფში სიკვდილის 17%-ით დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა. რაც შეეხება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილს, აქ სიკვდილიანობამ 19%-ით იკლო.
კიდევ უფრო საინტერესო შედეგი დაფიქსირდა მათში, ვინც კვირაში მხოლოდ ორი დღე (შაბათ-კვირა) ვარჯიშობდა. მათში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 21%-ით იკლო. ასე რომ, მაშინაც კი, თუ კვირაში მხოლოდ ერთი ან ორი ვარჯიშისთვის გაქვთ დრო, მაინც შეგიძლიათ იგივე სარგებელი მიიღოთ.
"მათაც კი, ვინც კვირაში 150 წუთზე ნაკლებს ვარჯიშობდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. ეს ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
კვლევა მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე არ არის აქცენტირებული. მეორე მხრივ, ამას ადასტურებს მრავალი წინა კვლევაც, რომლებიც აჩვენებს, რომ ვარჯიშის ნებისმიერ ინტენსივობას დადებითი ეფექტი აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მეტიც, ეს სარგებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური.