ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება – ფრანგი ფერმერების ოჯახის ტექნოლოგია

ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება

საფრანგეთში, ქალაქ სენ-მიელში მცხოვრები, ალექსანდრე პოლმარი მეექვსე თაობის ფერმერია.  მისი ოჯახი 1846 წლიდან მოყოლებული საქონლის ხორცს აწარმოებს. პოლმარების ბიზნესმა სახელი 1990-იან წლებში გაითქვა, როდესაც ალექსანდრეს ბაბუამ და მამამ ხორცის დამუშავების ინოვაციური მეთოდი შეიმუშავეს.

ამ მეთოდით დავარგებული ხორცი 15 წლის განმავლობაში ინახება ისე, რომ  ხარისხს არ კარგავს.

მსოფლიოში ყველაზე ექსკლუზიური ხორცის მისაღებად, პოლმარის ფერმა Blonde d’Aquitaine ჯიშის მსხვილრქიან პირუტყვს იყენებს. საქონელს თავისუფალ, ბუნებრივ გარემოში ცხოვრებას აჩვევენ, რათა სტრესი მინიმუმამდე შემცირდეს.

საქონლის დაკვლის შემდეგ ფერმის ლაბორატორიაში ხორცს განსაკუთრებული მეთოდით ამუშავებენ: მისკენ -43 გრადუსამდე გაცივებული ჰაერის ჭავლს 120 კმ/სთ სიჩქარით მიმართავენ. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ ხორცმა თავისი თვისებები 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაშიც კი არ დაკარგოს.

რაც უფრო ხანგრძლივია დავარგების დრო, მით უფრო იზრდება ხორცის ხარისხიც და ღირებულებაც. 15 წლით დავარგებული ხორცის 1 კგ, დაახლოებით, 3200 დოლარი ღირს!