პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
Instagram 100-ზე მეტ ქვეყანას NFT-ზე წვდომას აძლევს, რაც აფრიკის, წყნარი ოკეანისა და აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ამერიკის კონტინენტების ქვეყნებს მოიცავს.
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაფართოების შესახებ ნამდვილი ბეისბოლის ბარათის უცნაურ პოსტში განაცხადა, ეს ბარათი კი NFT-ს სახით დაიბეჭდება. ფიქრობენ, რომ კონკრეტული სიახლე Meta-ს საზოგადოებისთვის უფრო ინკლუზიურს გახდის. თანაც, ისინი მიიჩნევენ, რომ ციფრული კოლექციები ხელოვანებისა თუ სხვა ადამიანებისთვის საკუთარი თავის გამოხატვის კიდევ ერთი საინტერესო საშუალება და ფულის გამომუშავების ახალი გზაა.
ის, რაც ყველა მომხმარებელმა NFT-ის გასაზიარებლად უნდა გააკეთოს, საკუთარ ექაუნთებზე ციფრული საფულეების მიბმაა. ამის შემდგომ კი იმ ციფრული ნამუშევრების არჩევაც შეეძლებათ, რომელთა ჩვენებაც ინსტაგრამზე სურთ. NFT-ების გამოქვეყნებისა თუ გაზიარებისთვის არაფრის გადახდაა საჭირო.
NFT-ები ინსტაგრამზე სხვა სურათებისა და ვიდეოებიდან აქტივის დეტალებთან ერთად მბზინავი ეფექტით შეგიძლიათ განასხვაოთ. კონფიდენციალურობიდან გამომდინარე კი კრეატორები და კოლექციონერები ციფრულ პოსტებზე ავტომატურად შეგიძლიათ მონიშნოთ.
„ყოველდღიურად შემქმნელები ადამიანებს შთააგონებენ და კულტურას მთელ მსოფლიოში ავრცელებენ. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის წარმოუდგენელი შესაძლებლობით კი მათ შემოსავლის მისაღებად ახალი ინსტრუმენტების გამოყენება შეუძლიათ. ხოლო გულშემატკივრები მათი საყვარელი შემოქმედების მხარდაჭერას ციფრული კოლექციების შეძენით მოახერხებენ, იქნება ეს სურათები, ვიდეოები, სიმღერები, ბარათები თუ არა ჩანაცვლებადი ტოკენები“, — აცხადებენ Meta-ში.
რა არის და როგორ მუშაობს NFT?
NFT ნიშნავს, რომ ის უნიკალურია და სხვა რამით ვერასდროს ჩანაცვლდება. მაგალითად, ბიტკოინი არის ცვლადი პროდუქტი, თქვენ შეგიძლიათ ერთი ბიტკოინი გადაცვალოთ სხვა კოინში ან ისევ ბიტკოინში და ამით არაფერი შეიცვლება, თქვენ ისევ იგივე ღირებულების მქონე პროდუქტს მიიღებთ.
NFT-ები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია. ეთერიუმი ისეთივე კრიპტოვალუტაა, როგორიც ბიტკოინი ან DOGE კოინია, თუმცა მის ბლოკჩეინს NFT-ების მხარდაჭერაც აქვს, ანუ იქ შეგვიძლია დამატებითი ინფორმაციაც შევინახოთ, მაგალითად ისეთი, როგორიც ჭკვიანი კონტრაქტებია.
NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია, მაგალითად ნახატები, მუსიკა, ფოტოები, გიფები და პოსტებიც კი. ეს საკმაოდ აღმაფრთოვანებელია, ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ ახალ გზას ციფრული ხელოვნების ბაზრის გასაფართოებლად.